1. ქორწინების ზოგადი შედეგები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს:
ა) რომელსაც ორივე მეუღლე ცალ-ცალკე განეკუთვნება ან ქორწინების უკანასკნელ მომენტში განეკუთვნებოდა;
ბ) სადაც ორივე მეუღლეს ცალ-ცალკე აქვს ან ქორწინების უკანასკნელ მომენტში ჰქონდა ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი;
გ) რომელთანაც მეუღლეები ერთობლივად ყველაზე მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი გამოიყენება აგრეთვე მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობების მიმართ, თუ მათ სხვა ქვეყნის სამართალი არ აურჩევიათ. სამართლის არჩევა შესაძლებელია, თუ იგი მიუთითებს იმ ქვეყნის სამართალზე:
ა) რომელსაც ერთ-ერთი მეუღლე განეკუთვნება;
ბ) სადაც ერთ-ერთ მეუღლეს აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი;
გ) სადაც უძრავი ქონება იმყოფება.
3. ქონებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად საერთაშორისო დაცვის მქონე პირებს შეუძლიათ აირჩიონ იმ ქვეყნის სამართალიც, სადაც მათი ახალი ერთობლივი ადგილსამყოფელია.
4. სამართლის არჩევა უნდა გაფორმდეს სანოტარო წესით.
საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.
საქართველოს 2016 წლის 1
დეკემბრის კანონი
№53
- ვებგვერდი, 15.12.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.12.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 01.12.2016 კანონი №53
- 06.12.2011 კანონი №5371
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ა-2955-შ-76-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
…დადგენილებით) პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, მე-3, მე-4 მუხლების და მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 35622 მუხლით. 22. ნიუ-იორკის კონვენციის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობისა და საერთაშორისო დავების არბიტრაჟის გზით მოგვარების განვითარება.
- საქმე №ას-489-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
…განსახილველ საქმესთან მიმართებით საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციაზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.4 მუხლზე, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, 10.ა, მე-12, 45-ე, 47.1 მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოდავე მხარეები არიან ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები და ქორწინება რეგისტრირებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს აქტებისა და ქონების აღრიცხვის სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ.
- საქმე №ა-3663-შ-102-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2023
…დადგენილებით) პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, მე-3, მე-4 მუხლების და მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 35622 მუხლით. 23. ნიუ-იორკის კონვენციის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობისა და საერთაშორისო დავების არბიტრაჟის გზით მოგვარების განვითარება.
- საქმე №ა-887-შ-21-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.08.2016
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვისას ხელმძღვანელობს ნიუ-იორკის კონვენციის (საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 3 თებერვლის დადგენილებით) პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, მე-3, მე-4 მუხლების და მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე, არბიტრაჟის კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, სსსკ-ის 356 22 მუხლით. 17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ნიუ-იორკის კონვენცია გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (იხ.
- საქმე №ას-1489-1405-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2013
ქორწინების ზოგადი შედეგები კი, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს: ა) რომელსაც ორივე მეუღლე ცალ-ცალკე განეკუთვნება ან ქორწინების უკანასკნელ მომენტში განეკუთვნებოდა;
- საქმე №ას-505-479-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.06.2011
- საქმე №330210018002535887 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.01.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება