1. ქორწინების პირობები თითოეული დასაქორწინებელი პირისათვის ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელსაც ეს პირი განეკუთვნება.
2. თუ ქორწინების პირობებიდან რომელიმე არ არსებობს და ერთ-ერთი დასაქორწინებელი პირი საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს, შესაძლებელია საქართველოს სამართლის გამოყენება, თუ:
ა) სხვა ქვეყნის სამართალი ქართულ ჩვეულებებთან შედარებით ზღუდავს ქორწინების თავისუფლებას;
ბ) წინა ქორწინება ხელს არ უშლის ხელახალ ქორწინებას;
გ) წინა ქორწინება საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებით ან საქართველოში ცნობილი გადაწყვეტილებით შეწყვეტილი ან ბათილია;
დ) დასაქორწინებელი პირის ყოფილი მეუღლე გამოცხადებულია გარდაცვლილად.
3. ქორწინების ფორმის საკითხი განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც განხორციელდა ქორწინება. თუ დასაქორწინებელ პირთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე არ არის, ქორწინება საქართველოში შეიძლება განხორციელდეს იმ ქვეყანაში მოქმედი ქორწინების ფორმის შესაბამისად, რომელსაც ეს პირი განეკუთვნებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ა-2955-შ-76-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვისას ხელმძღვანელობს ნიუ-იორკის კონვენციის (საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 3 თებერვლის დადგენილებით) პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, მე-3, მე-4 მუხლების და მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 35622 მუხლით. 22. ნიუ-იორკის კონვენციის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობისა და საერთაშორისო დავების არბიტრაჟის გზით მოგვარების განვითარება.
- საქმე №ა-3663-შ-102-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2023
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვისას ხელმძღვანელობს ნიუ-იორკის კონვენციის (საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 3 თებერვლის დადგენილებით) პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, მე-3, მე-4 მუხლების და მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 35622 მუხლით. 23. ნიუ-იორკის კონვენციის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობისა და საერთაშორისო დავების არბიტრაჟის გზით მოგვარების განვითარება.
- საქმე №ა-4687-შ-141-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
…მუხლებით, „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1996 წლის 08 მარტის ორმხრივი ხელშეკრულების 42-ე, 43-ე, 44-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. შ.პ.ს. „ს.ა.ს.კ–ა“-ს შუამდგომლობა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს კომერციული სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე №ე-2-2(113)-1407/2020) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დაკმაყოფილდეს.
- საქმე №ა-887-შ-21-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.08.2016
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვისას ხელმძღვანელობს ნიუ-იორკის კონვენციის (საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 3 თებერვლის დადგენილებით) პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, მე-3, მე-4 მუხლების და მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე, არბიტრაჟის კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, სსსკ-ის 356 22 მუხლით. 17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ნიუ-იორკის კონვენცია გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (იხ.
- საქმე №ას-1489-1405-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2013
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ქორწინების ფორმის საკითხი განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც განხორციელდა ქორწინება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება