1. თუ ხელშეკრულება დაიდო ერთ ქვეყანაში მყოფ პირებს შორის, მაშინ იმ ფიზიკურ პირს, რომელიც კონკრეტული საქმის გარემოებებთან დაკავშირებული სამართლის ნორმების მიხედვით უფლებაუუნარო და ქმედუუნაროა, მხოლოდ მაშინ შეუძლია მიუთითოს უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების მიხედვით თავის უუნარობაზე, თუ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარემ ხელშეკრულების დადებისას იცოდა ან უნდა სცოდნოდა ამის შესახებ.
2. თუ ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობს იურიდიული პირი, მას არ შეუძლია მიუთითოს თავისი ორგანოების ან წარმომადგენლების იმ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების შეზღუდვაზე, რომლებიც ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის საქმიანობის ადგილას ან ჩვეულებრივ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არ არსებობს და რომელთა შესახებაც ხელშეკრულების მხარემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ა-1300-ა-22-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2004
მხარე მიუთითებდა მხოლოდ დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვაზე, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდებოდა, რადგან საქართველოს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობს იურიდიული პირი, მას არ შეუძლია მიუთითოს თავისი…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება