1. შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე.
2. კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე, თუ ეს ნივთი მესაკუთრემ დაკარგა, მას მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა შემძენმა ის უსასყიდლოდ მიიღო. ეს შეზღუდვები არ მოქმედებს ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და აუქციონზე გასხვისებული ნივთების მიმართ.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.12.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.12.2011 კანონი №5667
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 187. კეთილსინდისიერი შემძენი 1. შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე. 2. მოძრავიკეთილსინდისიერი ნივთების შემძენი ვერ იქნებაგახდება კეთილსინდისიერი,ნივთის მესაკუთრე, თუ მესაკუთრემ ეს ნივთებინივთი მესაკუთრემ დაკარგა, მას მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა თუ შემძენმა ისინიის უსასყიდლოდ მიიღო. ეს შეზღუდვები არ მოქმედებს ფულის, ფასიანი ქაღალდებისა ან/დადა აუქციონზე გასხვისებული ნივთების მიმართ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(205)
- საქმე №ას-388-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2025
უსასყიდლო განკარგვისას (როგორც უძრავი, ასევე მოძრავი ნივთების განკარგვის შემთხვევაში) შემძენს არ იცავს სსკ-ის 185-ე და 187-ე მუხლების დანაწესი (შდრ: სუსგ Nას-471-471-2018, 28.02.2019წ). ჩუქების, როგორც უსასყიდლო გარიგების დროს, არ არსებობს შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია (შდრ.
- საქმე №ბს-1251(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2025
157-158) ვერ გახდება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობდა ხანძრის გაჩენის ფაქტთან დაკავშირებით ბრალეული პირის დადგენის მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და სწორედ იმ საქმეშია მოსარჩელე ცნობილი დაზარალებულად.
- საქმე №ბს-223(2კ-23.) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
…უშიშროების სამინისტროს...ის ვ.მ-ის თანამდებობიდან გადაყენებისა და დაპატიმრების შესახებ, თბილისის...ის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 19 და 20 ოქტომბრის ბრძანებების შეუსრულებლობის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 203(3) მუხლით; გ)...ის რაიონის, სოფ....ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შენახვის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით.
- საქმე №ბს-56(4კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2025
კასატორმა - სსიპ ქონების მართვის სააგენტომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.
- საქმე №ბს-223(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2024
…რესპუბლიკის...ის...ის ვ.მ-ის თანამდებობიდან გადაყენებისა და დაპატიმრების შესახებ, თბილისის...ის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 19 და 20 ოქტომბრის ბრძანებების შეუსრულებლობის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 203(3) მუხლით; გ)...ის რაიონის, სოფ....ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში...ის უკანონო შენახვის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით.
- საქმე №ბს-825(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2024
- საქმე №ბს-671(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2024
- საქმე №ბს-728(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
- საქმე №ას-113-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2023
- საქმე №ბს-575(4კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ას-1032-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2023
- საქმე №ას-777-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2023
- საქმე №ბს-111(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2023
- საქმე №ას-441-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2022
- საქმე №ბს-705(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2022
- საქმე №ას-978-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2022
- საქმე №ას-682-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2021
- საქმე №ბს-621(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.10.2021
- საქმე №ას-977-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2021
- საქმე №ბს-591(3კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2020
- საქმე №ას-687-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2019
- საქმე №ას-1136-1056-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2019
- საქმე №ას-1796-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2019
- საქმე №ას-1162-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
- საქმე №ას-1230-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2018
- საქმე №ბს-204-204(გ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.10.2018
- საქმე №ბს-539-539(5კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2018
- საქმე №ბს-221-221(გ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.08.2018
- საქმე №ბს-566-566(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.07.2018
- საქმე №ბს-496-493(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2018
- საქმე №ას-1178-1133-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2018
- საქმე №ას-1009-929-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2017
- საქმე №ბს-231-227(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.11.2017
- საქმე №ას-882-822-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2017
- საქმე №ას-736-688-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2017
- საქმე №ას-23-21-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2017
- საქმე №ას-196-185-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2017
- საქმე №ბს-156-154(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.04.2017
- საქმე №ას-664-635-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2017
- საქმე №ას-1126-1082-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2017
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 205-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება