1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
11. ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.
2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5013 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5913 – ვებგვერდი, 25.05.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.05.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.05.2020 კანონი №5913
- 20.09.2019 კანონი №5013
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.05.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 186. მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძვლები 1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. [11. 11 . ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. (ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან)] 2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(343)
- საქმე №ბს-59(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.06.2025
საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე უზენაესის სასამართლოს განმარტებაზე, სადაც მითითებულია, რომ სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით რეგულირებულია მოძრავი ნივთის შეძენის წესი და დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
- საქმე №ას-446-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.06.2025
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 158-ე, 186-ე მუხლები და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი. 5.7. მოცემული დავის ფარგლებში სადავო იყო მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო მოძრავ ნივთზე (,,მერსედეს ბენცი“ 19OEKAT მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით......, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი......).
- საქმე №ას-407-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2025
…მოსარჩელეს შეასყიდინებდა. ხაზგასასმელია, რომ საგარანტიო წერილის გაცემის მომენტისთვის ნასყიდობის საგანი ფიზიკურად არ არსებობდა, შესაბამისად, მხარეთათვის უცნობი იყო ნაწარმოები პროდუქციის/ნასყიდობის საგნის ზუსტი რაოდენობა. 13. სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
- საქმე №ბს-223(2კ-23.) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
…ფაქტთან დაკავშირებით დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით), 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა’’ ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა’’ ქვეპუნქტზე. იმავე ეპიზოდებში მსჯავრდებულ გ.კ-ის სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,გ’’ ქვეპუნქტით შერაცხული ბრალდება მოეხსნა და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა.
- საქმე №ბს-839(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2025
…შეძენამდე თუ შეძენის შემდეგ. ასევე აღსანიშნავია, რომ გ. დ-ის მიერ ნივთის შეძენის დროისათვის სატრანსპორტო საშუალებებზე მოქმედებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენის წესები. ხსენებული კოდექსის 186-ე მუხლის მიხედვით, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
- საქმე №ბს-223(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2024
- საქმე №ას-836-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2024
- საქმე №ბს-873(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2023
- საქმე №ბს-794(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2023
- საქმე №ას-359-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2023
- საქმე №ას-122-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №ას-240-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.04.2023
- საქმე №ბს-719(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.03.2023
- საქმე №ას-1558-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
- საქმე №ას-614-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2022
- საქმე №ას-1373-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2022
- საქმე №ბს-606(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2022
- საქმე №ას-159-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2021
- საქმე №ას-940-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.08.2021
- საქმე №ას-1046-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2021
- საქმე №ბს-1312(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2021
- საქმე №ას-1684-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2021
- საქმე №ას-865-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2021
- საქმე №ას-287-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2020
- საქმე №ას-1614-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2020
- საქმე №ას-1090-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2020
- საქმე №ას-32-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2019
- საქმე №ბს-895(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2019
- საქმე №ას-1114-1071-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2018
- საქმე №ას-899-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2018
- საქმე №ას-480-480-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2018
- საქმე №ას-658-658-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2018
- საქმე №ას-657-657-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2018
- საქმე №ას-865-865-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2018
- საქმე №ას-799-799-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2018
- საქმე №ას-394-394-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2018
- საქმე №ას-1426-1346-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2018
- საქმე №ას-1107-1027-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2018
- საქმე №ას-1178-1133-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2018
- საქმე №ას-1442-1362-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 343-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება