1. დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის შესახებ ნივთის დამკარგავს, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ან, თუ მათი ვინაობა უცნობია,–
პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს, და გადასცეს ეს ნივთი.
2. განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მპოვნელი იძენს საკუთრებას ნაპოვარზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მისთვის ცნობილი გახდა მესაკუთრე, ან მესაკუთრის უფლება ნივთზე პოლიციაში უკვე გაცხადებული იყო. საკუთრების უფლების მოპოვებასთან ერთად ქარწყლდება ყველა სხვა უფლება ამ ნივთზე.
3. თუ უფლებამოსილი პირი იბრუნებს ნივთს, მპოვნელს შეუძლია მოსთხოვოს მას ჯილდო (საპოვნელი) ნივთის ღირებულების ხუთ პროცენტამდე. გარდა ამისა, მპოვნელს შეუძლია მოსთხოვოს უფლებამოსილ პირს ან სათანადო ორგანოს ნივთის შენახვის ხარჯების ანაზღაურება.
4. თუ მპოვნელი უარს განაცხადებს საკუთრებაზე, კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია ერთი წლის შემდეგ ნივთი აუქციონზე გაყიდოს და მოგება მიიღოს, ან, თუ ლაპარაკია დაბალი ღირებულების ნივთზე, უსასყიდლოდ გაასხვისოს ან გაანადგუროს იგი.
5. თუ ნაპოვნია ცხოველები, მალფუჭებადი ან ისეთი ნივთები, რომელთა შენახვაც დიდ ხარჯებს მოითხოვს, მაშინ ერთწლიანი ვადა არ გამოიყენება, ხოლო მესაკუთრეს უბრუნდება მათი გასხვისებით მიღებული თანხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 191. ნაპოვარი 1. დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის შესახებ ნივთის დამკარგავს, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ან, თუ მათი ვინაობა უცნობია, _– პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს, და გადასცეს ეს ნივთი. 2. განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მპოვნელი იძენს საკუთრებას ნაპოვარზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მისთვის ცნობილი გახდა მესაკუთრე, ან მესაკუთრის უფლება ნივთზე პოლიციაში უკვე გაცხადებული იყო. საკუთრების უფლების მოპოვებასთან ერთად ქარწყლდება ყველა სხვა უფლება ამ ნივთზე. 3. თუ უფლებამოსილი პირი იბრუნებს ნივთს, მპოვნელს შეუძლია მოსთხოვოს მას ჯილდო (საპოვნელი) ნივთის ღირებულების ხუთ პროცენტამდე. გარდა ამისა, მპოვნელს შეუძლია მოსთხოვოს უფლებამოსილ პირს ან სათანადო ორგანოს ნივთის შენახვის ხარჯების ანაზღაურება. 4. თუ მპოვნელი უარს განაცხადებს საკუთრებაზე, კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია ერთი წლის შემდეგ ნივთი აუქციონზე გაყიდოს და მოგება მიიღოს, ან, თუ ლაპარაკია დაბალი ღირებულების ნივთზე, უსასყიდლოდ გაასხვისოს ან გაანადგუროს იგი. 5. თუ ნაპოვნია ცხოველები, მალფუჭებადი ან ისეთი ნივთები, რომელთა შენახვაც დიდ ხარჯებს მოითხოვს, მაშინ ერთწლიანი ვადა არ გამოიყენება, ხოლო მესაკუთრეს უბრუნდება მათი გასხვისებით მიღებული თანხა.თანხ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(108)
- საქმე №2კ-213აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.07.2026
მართალია, ერთი მხრივ, მსჯავრდებულს ნაპოვარ ნივთზე წარმოეშვა უფლება, მაგრამ მეორე მხრივ, მას ნივთის პოვნისთანავე დაეკისრა ვალდებულება, ემოქმედა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს, რომ დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის შესახებ პირს, რომელმაც ნივთი დაკარგა, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ან, თუ მათი ვინაობა უცნობია, პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს და გადასცეს ეს ნივთი.
- საქმე №ა-1604-შ-54-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2026
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 191-ე მუხლის იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას, ყურადღებაა გამახვილებული განმცხადებლის მტკიცების ტვირთზე.
- საქმე №ბს-1248(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2024
ბ-ის განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 191.3 მუხლის მოთხოვნებს. განმცხადებლებს დაევალათ საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაზუსტებული განცხადების წარმოდგენა უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების…
- საქმე №ბს-1026(3კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2023
…პრინციპზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები, მათ შორის მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და მისი გაუქმება. სსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
- საქმე №ბს-684(3კ-3კს-უს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.08.2022
…(სსკ-ის 271-ე მუხ.), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აღნიშნული თავი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხებს არეგულირებს, ამდენად, აღსრულების უზრუნველყოფა ხორციელდება სარჩელის უზრუნველყოფისთვის დადგენილი წესით. სსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის…
- საქმე №ბს-485(უს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.05.2022
- საქმე №ას-102-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2022
- საქმე №ას-1033-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2022
- საქმე №2კ-457აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.11.2021
- საქმე №ბს-84(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2021
- საქმე №ბს-683(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.10.2020
- საქმე №2კ-249აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.07.2020
- საქმე №ბს-266(კს-უს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2020
- საქმე №ას-107-107-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.01.2020
- საქმე №ბს-16-16(2უს-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.09.2018
- საქმე №2კ-358აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.11.2017
- საქმე №ას-1240-1160-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2017
- საქმე №ბს-541-538(უს-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.08.2017
- საქმე №ბს-696-692(უს-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2017
- საქმე №ა-4550-ა-12-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2017
- საქმე №ბს-217-216(3კ-უს-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2016
- საქმე №ბს-253-251(3კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2016
- საქმე №ბს-123-122(კ-უს-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.05.2016
- საქმე №ბს-206-205(უს-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2016
- საქმე №ას-755-715-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2015
- საქმე №ბს-452-446(უს-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2014
- საქმე №ას-1223-1168-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2014
- საქმე №ას-337-321-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2013
- საქმე №ბს-468-463(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2013
- საქმე №ბს-874-856(უს-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.01.2013
- საქმე №ბს-1614-1542(უს-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2010
- საქმე №ბ-2030-19(ა-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2009
- საქმე №ბს-325-316(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.12.2008
- საქმე №ას-504-1035-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2006
- საქმე №ბს-331-315(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2006
- საქმე №ას-147-572-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2006
- საქმე №ას-315-719-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2006
- საქმე №ას-1295-1530-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2006
- საქმე №ას-1073-1319-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2006
- საქმე №ა-47-აღ-1-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2006
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 108-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება