თუ მასალის გადამუშავების ანდა გადაკეთების შედეგად იქმნება ახალი მოძრავი ნივთი, მაშინ მწარმოებელი და მასალის მესაკუთრე ახალი ნივთის თანამესაკუთრენი ხდებიან. წილი განისაზღვრება მასალის ღირებულებისა და წარმოების ხარჯების პროპორციულად, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 195. თანასაკუთრება მასალის გადამუშავების შედეგად შექმნილ ახალ მოძრავ ნივთზე
სამოქალაქო კოდექსის 195-ე მუხლი · სკ 195
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-392-2021
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, შინაარსობრივად, სსკ-ის 1163-ე მუხლი, ყველაზე ახლოს, ამავე კოდექსის 195-ე მუხლთან დგას. ამ ნორმის თანახმად, თუ მასალის გადამუშავების ანდა გადაკეთების შედეგად იქმნება ახალი მოძრავი ნივთი, მაშინ მწარმოებელი და მასალის მესაკუთრე ახალი ნივთის თანამესაკუთრენი ხდებიან.
- საქმე №ას-1054-974-2017
ამ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 629-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა სარწმუნოდ არ მიიჩნია და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო სსკ-ის 195-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც განაპირობებდა ამ ურთიერთობის ფარგლებში შექმნილ ნივთზე მხარეთა თანსაკუთრების უფლების წარმოშობას.
- საქმე №ბს-325-316(კ-08)
ამ ტიპის განჩინებას კანონმდებელი იმთავითვე დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებათა რიგს მიაკუთვნებს ( სსკ-ის 195-ე მუხლი). სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლებით, სასამართლოს მიერ განცხადების უმოკლეს ვადაში განხილვისა და გადაწყვეტის…
- საქმე №ას-154-579-06
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოიყენა სკ-ის 195-ე მუხლი, რომლის თანახმად, კასატორის მიერ საცხოვრებლად უვარგისი მწყემსების სახლის მის მიერ დაკავებული ოთახებისათვის რემონტისა და მიშენების წარმოების შედეგად, ა.ქ-ოვს ამ სახლის თანამესაკუთრის სტატუსი მიანიჭა.
- საქმე №ბს-916-502(2კს-კ-05)
24 მაისის განჩინებით შეჩერდა სადავო ¹75 დადგენილების მოქმედება, ანუ სასამართლომ დაადგინა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის აღსრულებაც, სამოქალაქო კოდექსის 195-ე მუხლის შესაბამისად, ხორციელდება დაუყოვნებლივ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი წესით.
- საქმე №ბს-345-478-კ-03
- საქმე №ბს-9-55-კს-03
- საქმე №2კ-126აპ.-03
საგადასახადო დავები ამ მუხლზე
- ბრძანება №875-Vრს-Xმპ
ამასთანავე, საერთო კრება უფლებამოსილია ამ კანონის 195-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე. 4.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 189. საკუთრების გადაცემა ფასიანი ქაღალდების მეშვეობით
- მუხლი 190. საკუთრების შეძენა უპატრონო მოძრავ ნივთზე
- მუხლი 191. ნაპოვარი
- მუხლი 192. განძი
- მუხლი 193. საკუთრების შეძენა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე
- მუხლი 194. თანასაკუთრება მოძრავი ნივთების შერწყმის შედეგად წარმოშობილ ნივთზე
- მუხლი 196. უფლებათა გაქარწყლება საკუთრების გადასვლისას
- მუხლი 197. ახალი მესაკუთრისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა
- მუხლი 198. ცნება. შინაარსი
- მუხლი 199. მოთხოვნის დათმობა
- მუხლი 200. მოვალის უფლება მოთხოვნის დათმობისას
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 195, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-195/