1. მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
2. ძველი მფლობელი ვალდებულია ახალ მფლობელს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს, და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისთვის.
3. ძველი მფლობელი ასევე ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე გადასცეს შემძენს სათანადოდ დამოწმებული საბუთი ამ უფლებისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ. ამ საბუთის დამოწმების ხარჯები დაეკისრება ახალ მფლობელს.
[
4. ამ მუხლისა და ამ კოდექსის 199-ე−205-ე და 207-ე მუხლების მოქმედება არ ვრცელდება „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ურთიერთობებზე.
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1454 – ვებგვერდი, 06.04.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.04.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.04.2026 კანონი №1454
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (19.09.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 198. ცნება. შინაარსი 1. მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. 2. ძველი მფლობელი ვალდებულია ახალ მფლობელს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს, და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისთვის. 3. ძველი მფლობელი ასევე ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე გადასცეს შემძენს სათანადოდ დამოწმებული საბუთი ამ უფლებისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ. ამ საბუთის დამოწმების ხარჯები დაეკისრება ახალ მფლობელს. [ 4. ამ მუხლისა და ამ კოდექსის 199-ე−205-ე და 207-ე მუხლების მოქმედება არ ვრცელდება „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ურთიერთობებზე. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(330)
- საქმე №ას-90-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2026
გარდა ზემოაღნიშნულისა საკასაციო პალატა დასძენს, რომ როგორც უკვე აღინიშნა მოსარჩელე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ჩაენაცვლა სახელმწიფოს სადავო სამართალურთერთობაში რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის საფუძველზე ის მოთხოვნები და უფლებები, რაც სახელმწიფოს გააჩნდა, ახალ პირზე გადავიდა ზუსტად ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
- საქმე №ას-33-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2026
პალატამ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს.
- საქმე №ას-1409-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2026
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198.1, 199.1 მუხლებით და აღნიშნა, რომ, მართალია, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელესა და მყიდველს შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებები, თუმცა, როგორც ზემოთ მოცემული მსჯელობიდან დადგინდა, მყიდველს 23.06.2017წ.
- საქმე №ბს-525(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.11.2025
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორების მითითებას საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობის საკანონმდებლო თავისებურებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს.
- საქმე №ბს-247(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
ნ-იმა სააპელაციო საჩივარში მითითებული შუამდგომლობით, სსკ-ის 198.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ....ში მდებარე მის მიერ წარდგენილ 2630 კვ.მ ნაკვეთზე ყველა პირისათვის სასოფლო-სამეურნეო ან სხვა რაიმე სახის საქმიანობის წარმოების აკრძალვა საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
- საქმე №ას-657-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.06.2025
- საქმე №ბს-290(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
- საქმე №ბს-741(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2025
- საქმე №ბს-457(უს-კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2025
- საქმე №ბს-710(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2025
- საქმე №ბს-1304(უს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2025
- საქმე №ას-1123-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
- საქმე №ას-1281-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2024
- საქმე №ას-967-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
- საქმე №ას-497-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
- საქმე №ბს-1011(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2024
- საქმე №ბს-1011(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2024
- საქმე №ბს-481(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2024
- საქმე №ას-1571-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
- საქმე №ბს-433(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
- საქმე №ას-1383-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2024
- საქმე №ას-242-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2023
- საქმე №ას-887-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2023
- საქმე №ას-1521-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2023
- საქმე №ას-120-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2023
- საქმე №ას-623-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.09.2023
- საქმე №ბს-264(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
- საქმე №ას-1529-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
- საქმე №ბს-915(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2023
- საქმე №ას-658-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
- საქმე №ას-1339-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2022
- საქმე №ას-1424-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2022
- საქმე №ას-1178-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2022
- საქმე №ას-1178-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2022
- საქმე №ას-1075-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2022
- საქმე №ბს-212(კს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.10.2022
- საქმე №ას-1143-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2022
- საქმე №ბს-61(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2022
- საქმე №ას-483-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2022
- საქმე №ას-1403-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2022
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 330-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება