1. პირს, რომელიც 193-195-ე მუხლების მიხედვით კარგავს თავის საკუთრებას, ან სხვაგვარად ირღვევა მისი უფლება, შეუძლია ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს იმ პირს, ვინც მესაკუთრე გახდა. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა დაუშვებელია.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა არ წარმოიშობა, თუ ახალმა მესაკუთრემ ნივთი სასყიდლიანი ხელშეკრულებით მესამე პირისაგან შეიძინა.
III. საკუთრების შეძენა უფლებებსა და მოთხოვნებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(25)
- საქმე №ბს-141-138(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.02.2015
…მომსახურება ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულად. აპელანტის მოსაზრებით, არარეზიდენტების მიერ შპს „...“ გაწეული მომსახურება აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნას და მიიჩნევა საქართველოში გაწეულ მომსახურებად. ამავე კოდექსის 197-ე მუხლის მიხედვით, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას…
- საქმე №ბს-26-26(კს-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.01.2015
…საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. სსკ-ის 197.1 მუხლის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა.
- საქმე №ას-98-93-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2010
ბ-ძეს” სადავო ნივთზე საკუთრება არ დაუკარგავს, სააპელაციო სასამართლომ მისი მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
- საქმე №ბს-105-105(კს-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.12.2008
…ბათილად ცნობა ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ასევე სასამართლოს იმ განჩინებებზე, რომლებიც საბოლოოა და მათი გასაჩივრება, როგოც ცალკე, ისე საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად შეუძლებელია. სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყობის ერთის სახის მეორეთი შეცვლის შესახებ გამოტანილი განჩინების გასაჩივრების 5 დღიანი ვადა.
- საქმე №ას-1107-1353-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2006
ამ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სკ-ის 197-ე მუხლი და შესაბამისად გადაწყდეს ხანდაზმულობის საკითხი ამავე კოდექსის 1008-ე მუხლის გათვალისწინეით.
- საქმე №ბს-409-325-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.11.2005
- საქმე №ბს-916-502(2კს-კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.10.2005
- საქმე №ბს-777-364(კს-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2005
- საქმე №ას-1261-1406-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2004
- საქმე №ას-136-832-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2004
- საქმე №ბს-482-121-კს-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2004
- საქმე №ბს-91-282-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.01.2004
- საქმე №ბს-192-85-კს-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.10.2003
- საქმე №ბს-405-104-კს-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.10.2003
- საქმე №3გ/ად-200-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.09.2003
- საქმე №3გ/ად-22-კ.ს-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2003
- საქმე №ას-25-728-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2003
- საქმე №3გ-ად-419-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2003
- საქმე №3გ-ად-43-კს-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.11.2002
- საქმე №3კ/839-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.09.2002
- საქმე №3კ/484-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2001
- საქმე №010210118002141751 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 26.09.2018
- საქმე №330210118002305087 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.01.2019
- საქმე №330310015765870 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.12.2018
- საქმე №020210018002372761 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 31.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება