გადაწყვეტილება №27180/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.06.2026
№ დოკუმენტი 27180/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27180/2/2026

02 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ს 20.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27180/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 მაისის №11091 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2026 წლის №259-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.04.2026 წლის №7353 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 168 967,07 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 96 073,93

დღგ - 7 636,88

მოგების გადასახადი - 68 912,05

საშემოსავლო გადასახადი - 19 525,00

ჯარიმა - 48 554,84

საურავი - 24 338,30

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა ქვიშა ხრეშით და ღორღით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.04.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას. ვერ მოხდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული და გამოწერილი პირველადი ელექტრონული საგადასახადო დოკუმენტები, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად აქვს რეალიზებული შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ამასთანავე გაანგარიშდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები. ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი ჩაითვალა ანაზღაურებულად. ამასთან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიება „სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შესახებ", რომლის შედეგად გაირკვა, რომ კომპანიას სალარო არ გააჩნია. ჩატარდა ფულის მოძრაობის ანალიზი და გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განკარგვადი თანხები, რაც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე - საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2025 წლის №259-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.05.2025 წლის №11091 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.06.2025 წლის №25269/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.05.2025 წლის №11091 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 6 460 ლარით (გადასახადი 4 307 ლარი, ჯარიმა 2 153 ლარი).

შემოწმების მიერ დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 მაისის №11091 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილია 2024 წლის 26 ივნისს ფ/პ -------თან (პ/ნ ---------) გაფორმებული „ავტო-მანქანის ნასყიდობა“ ორ სატვირთო მანქანაზე. ამასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზების მიხედვით აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების შპს „----“-ზე (ს/ნ -------) დარეგისტრირება არ განხორციელებულა. ამასთან შპს „-----გან“ (ს/ნ -------) თანხის გადახდაც არ დადასტურდა. ასევე შემოწმების მიერ გაცემული ხელფასის დივიდენდად დაკვალიფიცირება განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შედეგად დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები.

აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 13.02.2026 წლის №259-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 15.03.2026 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 1.04.2026 წლის №7353 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილია 2024 წლის 26 ივნისს ფ/პ -----თან გაფორმებული ავტომანქანის ნასყიდობის დოკუმენტი ორ სატვირთო მანქანაზე. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზების მიხედვით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების შპს „----ზე“ დარეგისტრირება არ განხორციელებულა. ასევე, არ დადასტურდა შპს „-----გან“ თანხის გადახდა. ხოლო, გადამხდელის მიერ ავტონაწილების ხარჯებში გათვალისწინებასთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტების მიხედვით, გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმას და შინაარსს, რის გამოც შემოწმების მიერ აღნიშნული დოკუმენტი არ იქნა გათვალისწინებული. ამასთან, შემოწმების მიერ გაცემული ხელფასის დივიდენდად დაკვალიფიცირება განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, რის შედეგადაც დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ორი სატვირთო ავტომობილი შეიძინა -----გან და სრულად იქნა დაფარული ზ/აღნიშნული ავტომობილების ღირებულება, გაუგებარია თუ რატომ მიუთითებს შემმოწმებელი, რომ არ მომხდარა ზ/აღნიშნული ავტომობილებზე თანხის გადახდა გაუგებარია. ამასთან რაც შეეხება ავტომობილების მომსახურების სააგენტოში გაფორმების საკითხს განმარტავს შემდეგს: სატრანსპორტო საშუალებაზე, როგორც მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობა დაკავშირებული არ არის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციასთან. მოძრავი ნივთის შეძენის წესებს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსი და არა საჯარო სფეროს მიკუთვნებული რომელიმე კანონი ან კანონქვემდებარე აქტი (მათ შორის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი). საკასაციო სასამართლომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის განსაზღვრის მიზნით არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ამგვარი ურთიერთობის გადასაწყვეტად უნდა შემოწმდეს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის წინაპირობები, რომლითაც დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელი ამომწურავად ადგენს შემთხვევებს, საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი, მიჩნეულია შემდეგი: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება. საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-ე და 197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას (მრავალთა შორ ის იხ. : N----, 27 ოქტომბერი 2011 წელი; №------, 5 დეკემბერი, 2014 წელი). შესაბამისად მომსახურების სააგენტოში ავტომობილი რეგისტრაცია არავითარი კავშირში არ არის საკუთრების უფლებასთან, რომელიც მომჩივანმა მიიღო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და ფაქტობრივად დაეუფლა მათ. ასევე სრულად იქნა შპს ნასყიდობის ღირებულება გადახდილი, ამ შემთხვევაში რატომ მიიჩნევს შემმოწმებელი, რომ თანხის გადახდა არ მომხდარა გაურკვეველია. ამასთან დამატებით წარმოდგენილი იქნა -----ის მიერ შეძენილი სატვირთო ავტომობილების სათადარიგო ნაწილები, რომელთა შესახებაც მსჯელობა საერთოდ არ არის დასკვნაში. ბათილად იქნას ცნობილი საგადასახადო მოთხოვნა №259-5 (თარიღი 13.02.2025) და სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება №7353 (თარიღი 1.04.2026).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 30.05.2025 წლის №11091 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ავტომობილების შეძენაზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. თავის მხრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები ავტონაწილების ხარჯის თაობაზე) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება ავტომობილების შეძენის/ავტონაწილების ხარჯის გაწევის ფაქტი, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს ფინანსური მოგების გათვალისწინებით, შეისწავლოს ფულის ნაშთის დივიდენდად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი 10.02.2026 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიერ დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 მაისის №11091 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილია 2024 წლის 26 ივნისს ფ/პ ----თან (პ/ნ ------) გაფორმებული „ავტო-მანქანის ნასყიდობა“ ორ სატვირთო მანქანაზე. ამასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბზების მიხედვით აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების შპს „-----“-ზე (ს/ნ -----) დარეგისტრირება არ განხორციელებულა. ამასთან შპს „-----გან“ (ს/ნ ------) თანხის გადახდაც არ დადასტურდა. ასევე შემოწმების მიერ გაცემული ხელფასის დივიდენდად დაკვალიფიცირება განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შედეგად დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები. შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 6 460 ლარით (გადასახადი 4 307 ლარი, ჯარიმა 2 153 ლარი).

საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს საპირწონე, არგუმენტების ან/და დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 30.05.2025 წლის №11091 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №11091 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.04.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას. ვერ მოხდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული და გამოწერილი პირველადი ელექტრონული საგადასახადო დოკუმენტები, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად აქვს რეალიზებული შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ამასთანავე გაანგარიშდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები. ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი ჩაითვალა ანაზღაურებულად. ამასთან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიება „სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შესახებ", რომლის შედეგად გაირკვა, რომ კომპანიას სალარო არ გააჩნია. ჩატარდა ფულის მოძრაობის ანალიზი და გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განკარგვადი თანხები, რაც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე - საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №259-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №11091 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს №25269/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №11091 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 6 460 ლარით (გადასახადი 4 307 ლარი, ჯარიმა 2 153 ლარი).შემოწმების მიერ დავების განხილვის საბჭოს №11091 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილია 2024 წლის 26 ივნისს ფ/პ-თან გაფორმებული „ავტო-მანქანის ნასყიდობა“ ორ სატვირთო მანქანაზე. ამასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზების მიხედვით აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მომჩივანზე დარეგისტრირება არ განხორციელებულა. ამასთან მომჩივანისგან თანხის გადახდაც არ დადასტურდა. ასევე შემოწმების მიერ გაცემული ხელფასის დივიდენდად დაკვალიფიცირება განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შედეგად დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები.

აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №259-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №7353 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის №11091 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)