1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, −
იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −
იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, −
იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, −
იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
4. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის 100 000 ლარზე მეტით შემცირება მიიჩნევა გადასახადისგან თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას
საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5649 - ვებგვერდი, 09.01.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 30
ივნისის
კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4225 – ვებგვერდი, 31.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.12.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 27.12.2018 კანონი №4225
- 30.06.2017 კანონი №1182
- 27.12.2011 კანონი №5649
- 14.06.2011 კანონი №4754
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(90)
- საქმე №ბს-558(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
შემოწმებით მიჩნეულ იქნა, რომ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს, შეიცვალა ოპერაციის კვალიფიკაცია და აღნიშნული პირების მიერ შესრულებულ მომსახურებაზე გადახდილი თანხები განხილულ იქნა ხელფასად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. შემოწმების აქტის საფუძველზე, 2018 წლის 23 ოქტომბერს გამოიცა №30534 ბრძანება და №...
- საქმე №ბს-986(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.02.2026
შედეგად, მომჩივანს დღგ დაერიცხა და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 30 დეკემბერს №47339 ბრძანება და №002-532 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც შპს „...“-მა სსიპ შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა.
- საქმე №ბს-1024(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2025
აღნიშნულმა გამოიწვია მოგების გადასახადისა და ჯარიმის დარიცხვა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამავე შემოწმების აქტის დანართის თანახმად, შემოწმების შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ გარიგება არ შეესაბამება გაშლილი ხელის პრინციპს.
- საქმე №ბს-124(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
…და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება; 5)დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64.1, 136.1, 81.1, 100.1, 101.1, 154.1 და 275.2 მუხლებზე და მიაჩნია, რომ ვინაიდან შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებსა და ფიზიკურ პირებზე ხელფასის სახით…
- საქმე №ბს-235(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2025
ჩ-ეის მიერ არ განხორციელდა მიღებული თანხების ერთობლივ შემოსავალში ჩართვა, მას დაეკისრა ჯარიმა 122 856 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. ი. ჩ-ე არ დაეთანხმა საგადასახადო შემოწმების შედეგებს და საჩივრით მიმართა ჯერ შემოსავლების სამსახურს, ხოლო შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს.
- საქმე №ბს-13(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2025
- საქმე №ბს-1209(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2025
- საქმე №ბს-1047(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2025
- საქმე №ბს-1106(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
- საქმე №ბს-98(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
- საქმე №ბს-1203(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
- საქმე №ბს-1106(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
- საქმე №ბს-1259(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2025
- საქმე №ბს-849(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
- საქმე №ბს-152(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2024
- საქმე №ბს-1303(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.10.2024
- საქმე №ბს-1161(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2024
- საქმე №ბს-851(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2024
- საქმე №ბს-1060(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
- საქმე №ბს-565(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2024
- საქმე №ბს-887(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2024
- საქმე №ბს-1270(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
- საქმე №ბს-562(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
- საქმე №ბს-76(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
- საქმე №ბს-1267(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2023
- საქმე №ბს-516(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
- საქმე №ბს-1357(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2023
- საქმე №ბს-1246(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.02.2023
- საქმე №ბს-1107(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.02.2023
- საქმე №ბს-513(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.10.2022
- საქმე №ბს-351(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2022
- საქმე №ბს-4(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2022
- საქმე №ბს-1213(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2022
- საქმე №ბს-498(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2022
- საქმე №ბს-100(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2022
- საქმე №ბს-389(3კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2022
- საქმე №ბს-940(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
- საქმე №ბს-131(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
- საქმე №ბს-715(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2021
- საქმე №ბს-301(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2021
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 90-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება