1. საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება, −
იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, −
იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
3. თუ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება.
საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4225 – ვებგვერდი, 31.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.12.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 27.12.2018 კანონი №4225
- 28.12.2012 კანონი №189
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-851(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2024
მე-4 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის საანგარიშო პერიოდზე (პერიოდებზე), დღგ-ის დეკლარაციასთან მიმართებით, ამ კოდექსის 274-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები არ გამოიყენება. მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ ი/მ ნ... არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, მისი საქმიანობა…
- საქმე №ბს-1025(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2021
მოსარჩელის განმარტებით, გადასახადის დარიცხვის საფუძვლად მითითებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლი, ჯარიმის საფუძვლად კი ამავე კოდექსის 274-ე მუხლი, თუმცა არ იყო მითითებული ფაქტები/გარემოებები, რაც მოსარჩელის მიმართ აღნიშნული მუხლების გამოყენების წინაპირობა შეიძლება ყოფილიყო.
- საქმე №ბს-1579(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2020
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, პირის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისათვის…
- საქმე №330310014668824 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.03.2019
აღნიშნული თანხა დაიბეგრა და დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის შესაბამისად. აპელანტის მითითებით, 2012 წლის სექტემბერში საზოგადოების ხელმძღვანელობამ მიიღო საწარმოს ლიკვიდაციაზე გადაწყვეტილება,…
- საქმე №330210015702210 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.01.2019
…სახით. ჯარიმის თანხის გამოანგარიშების შესახებ ცნობის მიხედვით, იგი გაანგარიშებულია დაგვიანებული 8 თვის გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთ დაგვიანებულ თვეზე დარიცხული ჯარიმის ოდენობა შეადგენს 550.51 ლარს (4404.01/8). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო…
- საქმე №330310015001125447 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.07.2018
- საქმე №330310015001022310 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება