გადაწყვეტილება №25194/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25194/2/2025
04 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ -----)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 21.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25194/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 25.04.2025 წლის N 7630 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 30.04.2025 წლის N 022-1532/1 ბრძანება (N ----- საგადასახადო მოთხოვნა);
2. შემოსავლების სამსახურის 16.05.2025 წლის N 9819 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 742.1 ლარი.
ფაქტების აღწერა:
მომჩივანს დღგ-ის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის, მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 23 აპრილის N ---- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 742.1 ლარის ოდენობით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.04.2025 წლის N 7630 ბრძანებით დაევალა მომსახურების დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N 9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება), საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 30.04.2025 წლის N 022-1532/1 ბრძანება (----- საგადასახადო მოთხოვნა), რითაც უცვლელად დარჩა დაკისრებული სანქცია, ვინაიდან დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენის წინა დღის მდგომარეობით (15.04.2025წ.) 12 კალენდარული თვის განმავლობაში ჩადენილია იგივე ქმედება.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული მომსახურების დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა (ბრძანება) გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.05.2025 წლის N 9819 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 აპრილის N 7630 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
კომპანია კეთილსინდისიერი გადამხდელია. 2025 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციის თანხა დროულად გადაირიცხა ხაზინაში, რაც ადასტურებს, რომ დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა იყო მხოლოდ ტექნიკური შეცდომა. მომჩივანი იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ჩადენილი ჰქონდა იმავე ქმედება, რის გამოც მომსახურების დეპარტამენტის მიერ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე არ გათავისუფლდა დაკისრებული სანქციისაგან, ამბობს, რომ კომპანიას არ უსარგებლია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების უფლებით და ჯარიმის თანხაც გადაიხადა სრულად. ამდენად, ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: შემოსავლების სამსახურის 25.04.2025 წლის N 7630 ბრძანებით დაევალა მომსახურების დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N 9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება), საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 28.05.2025 წლის N ----- - 21-11 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება არ განხორციელდა, ვინაიდან მომჩივანი არ აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N 9021 ბრძანების დანართი N 2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. კერძოდ, დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენის წინა დღის მდგომარეობით (15.04.2025წ.) 12 კალენდარული თვის განმავლობაში ჩადენილია იგივე ქმედება (დაჯარიმებულია საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის საფუძველზე 20.08.2024წ. ოქმი N -----).
შესაბამისად, მომსახურების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შეფარდებული ჯარიმისგან, მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე- 7 ნაწილის თანახმად გათავისუფლების საფუძველი.
მომჩივანი აღიარებს შეცდომას, ამბობს, რომ ტექნიკური მიზეზიდან გამომდინარე დაუშვა შეცდომა, რასაც დეკლარაციით დარიცხული თანხის გადახდაც ადასტურებს და ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან.
სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 25.04.2025 წლის N 7630 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის 25.04.2025 წლის N 7630 ბრძანების აღსრულების შედეგებს და ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომჩივანი დაჯარიმდა დღგ-ის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის, რაც შემდგომ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის ბრძანება რითაც უცვლელად დარჩა დაკისრებული სანქცია, ვინაიდან დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენის წინა დღის მდგომარეობით 12 კალენდარული თვის განმავლობაში ჩადენილია იგივე ქმედება.
გადაწყვეტილება:
საბჭოს მიაჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 25.04.2025 წლის N 7630 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 274;.