1. საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა –
იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარის ოდენობით.
3. საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე −
იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.
4.
(ამოღებულია - 28.06.2019, №4906).
5.
(ამოღებულია - 28.06.2019, №4906).
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №420
- ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2017 წლის 30
ივნისის
კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6817
- 28.06.2019 კანონი №4906
- 30.06.2017 კანონი №1182
- 22.02.2011 კანონი №420
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-589(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
ამავე წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და…
- საქმე №ბს-1481(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2025
…კოდექსის მოთხოვნები (ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გაზრის მიზნით პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე - 2698 ლარის ოდენობით), რაც საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად იწვევდა პირის დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო ღირებულებით.
- საქმე №030310117002162204 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 08.05.2019
დადგენილია, რომ ინდ.მეწარმე,,გ---–----------–--------ს“ მიერ არ იქნა წარმოდგენილი ქონების ნუსხა, რაზედაც 2016 წლის 15 თებერვალს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის NA------- ოქმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევისათვის და მეწარმე დაჯარიმდა 400 ლარით.
- საქმე №030310117002075412 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.03.2019
…სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაც ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებული მიწოდებად. N A-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ინდ.მეწარმე,,ს-----------ე" დაჯარიმდა 400 ლარით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით. N C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ინდ.მეწარმე,,ს-----------ემ" საკონტროლო…
- საქმე №330310017001820057 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.07.2018
შპს „მ---------------------ს“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა წერილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარსადგენად, რომლის შეუსრულებლობის გამოც საზოგადოება დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით. შემოწმების პროცესში საზოგადოების მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა უფლებამოსილი პირი.
- საქმე №330310117001808552 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.06.2019
- საქმე №330310117002094254 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №330310117002051360 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.04.2019
- საქმე №030310117002075412 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 31.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება