1. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა –
იწვევს გადასახადის გადამხდელის (გარდა ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილის დამქირავებელი ფიზიკური პირისა) დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
2. (ამოღებულია – 08.11.2011, №5202).
3. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
4. (ამოღებულია – 20.05.2011, №4705).
5. ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
6. (ამოღებულია – 20.05.2011, №4705).
7. გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის (გარდა GPRS-ის და CRYPTO-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატებისა) დაკარგვა, თუ დადგენილი არ არის, რომ ეს გამოწვეულია სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 60 დღის განმავლობაში, –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.
. (ამოღებულია - 22.06.2012, №6547).
9. ავტოგასამართ ან/და აირგასამართ ან/და აირსავსებ საკომპრესორო სადგურში მადოზირებელ ან/და მრიცხველ მექანიზმზე საგადასახადო ორგანოს ლუქის არქონა ან დაზიანებული ლუქის ქონა –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 15 000 ლარის ოდენობით.
11. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაადგინოს ჯარიმის განსხვავებული ოდენობები, მაგრამ არანაკლებ ამ მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით დადგენილი ჯარიმების 5 პროცენტისა.
საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4705 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 22
ივნისის
კანონი №6
47 – ვებგვერდი,4.0
.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 18
დეკემბრის კანონი
№4680
- ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
კანონი №1935
–
ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5627 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(43)
- საქმე №ბს-898(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
…“...” ელექტრონული ჟურნალი, რომელშიც ფიქსირდება ყველა გაყიდვის ოპერაცია. აღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ არის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, მიიღოს გადაწყვეტილება, არსებობს თუ არა შპს „ლ...სათვის“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე3 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
- საქმე №ბს-1307(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
…„...ს“ მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობლობისა და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე. საგადასახადო კოდექსის 281.3 მუხლის თანახმად, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას.
- საქმე №ბს-777(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2020
ამასთან დამატებით აღსანიშნავია, რომ გადამხდელი 2011 წლის 21 ოქტომბრის #013474, 2012 წლის 23 იანვრის სამართალდარღვევის #021653, 2012 წლის 21 იანვრის #020829 და 2011 წლის 18 მაისის #008920 ოქმებით დაჯარიმებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ წლების მიხედვით განსაზღვრულ იქნა დოკუმენტურად რეალიზებული…
- საქმე №ბს-50(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2020
…არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. გასაჩივრებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.12.2015წ. №CB602463 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შპს „...“ მიჩნეული იქნა სამართალდამრღვევად საგადასახადო კოდექსის 281.5 მუხლის საფუძველზე და სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება. შპს „...“ არ ადასტურებს მისი მხრიდან საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენას და სადავოდ ხდის აქტის კანონიერებას მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არასწორად ასახვის საფუძვლით.
- საქმე №ბს-732-732(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.02.2020
…არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. გასაჩივრებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.12.2015წ. №CB602463 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შპს „...“ მიჩნეული იქნა სამართალდამრღვევად საგადასახადო კოდექსის 281.5 მუხლის საფუძველზე და სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება. შპს „...“ არ ადასტურებს მისი მხრიდან საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენას და სადავოდ ხდის აქტის კანონიერებას მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არასწორად ასახვის საფუძვლით.
- საქმე №ბს-962(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2019
- საქმე №ბს-1128(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.11.2019
- საქმე №ბს-1499(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2019
- საქმე №ბს-1286(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.01.2019
- საქმე №ბს-515-512(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.09.2017
- საქმე №ბს-765-757(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.04.2017
- საქმე №ბს-182-181(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.08.2016
- საქმე №ბს-560-547(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2015
- საქმე №ბს-144-141(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.01.2015
- საქმე №ბს-424-419(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2014
- საქმე №ბს-303-299(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2014
- საქმე №ბს-327-323(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2014
- საქმე №ბს-201-199(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2014
- საქმე №ბს-173-171(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2014
- საქმე №ბს-218-215(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2014
- საქმე №ბს-222-219(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2014
- საქმე №ბს-44-43(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.06.2014
- საქმე №ბს-364-353(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.06.2014
- საქმე №ბს-389-378(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2014
- საქმე №ბს-534-515(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2014
- საქმე №ბს-467-455(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2014
- საქმე №ბს-612-590(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2014
- საქმე №ბს-455-443(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2014
- საქმე №ბს-413-402(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2014
- საქმე №ბს-417-406(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2014
- საქმე №ბს-530-511(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.02.2014
- საქმე №ბს-695-681(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2013
- საქმე №ბს-903-877(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2011
- საქმე №030310117002075412 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.03.2019
- საქმე №330310016001270388 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.01.2019
- საქმე №330310017001788823 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.01.2019
- საქმე №330310017002003501 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.06.2018
- საქმე №330310016001487289 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.04.2018
- საქმე №330310016001469475 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.02.2018
- საქმე №330310018002748655 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.05.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 43-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება