1. საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, –
იწვევს პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 2 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №420
- ვებგვერდი, 10.03.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.02.2011 კანონი №420
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ბს-1075(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2022
ს-ის მიერ საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის ქმედების საგადასახადო კოდექსის 277.1 მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვიოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების შეფერხება.
- საქმე №ბს-155(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2022
ს-ი დაჯარიმდა 800 ლარით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის. 2018 წლის 16 დეკემბერს, 09:51 საათზე შედგენილი №...
- საქმე №ბს-1307(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევის მეორე ოქმი შედგა საგადასახადო კოდექსის 277.1 მუხლის საფუძველზე, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევისა თუ…
- საქმე №ბს-204(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2021
კასატორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 277.1 მუხლით, ქმედების განმახორციელებელი სუბიექტად განსაზღვრულია არა გადასახადის გადამხდელი, არამედ პირი, რომელიც შესაძლოა, არ იყოს გადასახადის გადამხდელი და არ ჰქონდეს უშუალო კავშირი იმ მოქმედებასთან, რომელიც უფლებამოსილმა პირებმა უნდა განახორციელონ.
- საქმე №ბს-895-891(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.01.2018
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის „ე“ პუნქტი გულისხმობს გადამხდელის ვალდებულებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით და ასევე საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევას და მისი…
- საქმე №330310016001615606 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.01.2020
- საქმე №330310016001270388 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.01.2019
- საქმე №330310016001397140 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.01.2018
- საქმე №330310119002933753 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.11.2019
- საქმე №330310018002312956 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება