1. უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება –
იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
2. შემთხვევებს და გარემოებებს, როდესაც ოპერაცია შეიძლება ჩაითვალოს უსაქონლოდ ან/და გარიგება – ფიქტიურად, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.05.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.05.2012 კანონი №6211
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1106(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 280-ე მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10, მე-11, მე-12 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ქმედება მხოლოდ მაშინ დაკვალიფიცირდება სამართალდარღვევად და პირს მხოლოდ მაშინ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი დადასტურდება როგორც ქმედების მართლწინააღმდეგობა, ისე პირის ბრალეულობა.
- საქმე №ბს-1025-998(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2011
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დარიცხვის დროისთვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება გადასახადის გადამხდელის ვალდებულება გადაიხადოს კანონით დარიცხული გადასახადი, იმავე…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება