1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა –
იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
2. საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ მყიდველის მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუცემლობა –
იწვევს პირის დაჯარიმებას დასაბეგრი ოპერაციის მიხედვით დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
3. პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა –
იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის საანგარიშო პერიოდზე (პერიოდებზე), დღგ-ის დეკლარაციასთან მიმართებით, ამ კოდექსის 274-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები არ გამოიყენება.
საქართველოს 2015 წლის 1
მაისის
კანონი
№3581
- ვებგვერდი, 15.05.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6817
- 01.05.2015 კანონი №3581
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ბს-1106(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
გადამხდელი დაჯარიმდა დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლების შესაბამისად. კასატორის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ შეიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და…
- საქმე №ბს-98(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად; 3. გადამხდელს 2016-2018 წლებში არარეზიდენტი პირისგან მიღებული ჰქონდა საგანმანათლებლო მომსახურება, რომელსაც არ ბეგრავს უკუდაბეგვრის დღგ-ით.
- საქმე №ბს-851(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2024
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
- საქმე №ბს-516(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
…მიმართა საგადასახადო ორგანოს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით და არ წარადგინა შესაბამისი დეკლარაცია. შემოწმების შედეგად, ნ.კ-ეს დაერიცხა კუთვნილი ძირითადი გადასახადი და ამავე დროს დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლების მიხედვით. პალატის მითითებით, დავის საგანს წარმოადგენს ნ.კ-ის მიერ 2014 წლის 3 ივლისს უძრავი ნივთის რეალიზაციის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერების საკითხი.
- საქმე №ბს-1182(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.12.2022
დავების განხილვის საბჭომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტა, რომ საჩივრის ავტორი უნდა გათავისუფლებულიყო 2015 წლის 22 დეკემბრის №006-896 საგადასახადო მოთხოვნით დღგ-ის ნაწილში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისაგან, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული ჯარიმისაგან, დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული საურავისაგან.
- საქმე №ბს-1213(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2022
- საქმე №ბს-615-615(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2018
- საქმე №ბს-64-64(2კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2015
- საქმე №ბს-144-141(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.01.2015
- საქმე №ბს-1110-1079(2კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2011
- საქმე №330310014664016 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.05.2018
- საქმე №330310016001381127 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.04.2018
- საქმე №330310019002855897 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.10.2019
- საქმე №330100117002073891 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.05.2019
- საქმე №330310017001889076 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.10.2018
- საქმე №330310017002043835 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.08.2018
- საქმე №190100117002119895 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 28.03.2018
- საქმე №ბს-968(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2022
- საქმე №330310015001125447 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.07.2018
- საქმე №330310016001381401 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება