მუხლი 278. ყადაღადადებული ქონების განკარგვა და საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ლუქის ახსნა
საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლი · სგკ 278
თავი XL — საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა
საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, ყადაღადადებული ქონების პირის მიერ განკარგვა ან საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ლუქის ახსნა –
იწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №420
- ვებგვერდი, 10.03.2011
მთავარი მონაცემები
თანხა4 000 ლარის
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
საქმე №ბს-1275(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
…საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, შპს „ჯ...ის“ მიერ დაყადაღებული ქონება შემოსავლების სამსახურის ნებართვის გარეშე უკანონოდ გადაცემულია იჯარის ხელშეკრულებით, რის საფუძველზეც შპს „ჯ...ი“ დაჯარიმდა 4000 ლარით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის შესაბამისად; თ) 2018 წლის 20 ივნისს შპს „...ამ“ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ…
საქმე №2კ-689აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.03.2021
…ნ. ც. განემარტა: „ საქართველოს სსკ-ის 278-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი ამ ქონების გაფლანგვის, გასხვისების, დამალვის ან უკანონო გადაცემისათვის“. მითითებული ჩანაწერით სრულიად გაუგებარია, რა განუმარტეს ნ. ც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლით (ყადაღადადებული ქონების განკარგვა და საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ლუქის ახსნა) გათვალისწინებული…
საქმე №ბს-892(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2020
…საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლსა და 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ ჯარიმის დაკისრება განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო ჯარიმისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
აპელანტი ასევე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 278–ე მუხლზე, რომლის მიხედვით საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული,,ლუქის" ახსნა ისჯება 4000 ლარიანი ჯარიმით, თუმცა აპელანტს სურს გაამახვილოს სასამართლო ყურადღება იმ ფაქტზე,რომ მოპასუხეების მოწმეები ამავე დროს აცხადებენ, რომ ლუქის დადების ვალდებულება მათ არ გააჩნდათ და ლუქს საერთოდ არ ადებენ.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2018 წლის 28 მაისის №A------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, შპს „ჯ-------------–-ის“ მიერ დაყადაღებული ქონება შემოსავლების სამსახურის ნებართვის გარეშე უკანონოდ გადაცემულია იჯარის ხელშეკრულებით, რის საფუძველზეც შპს „ჯ-------------–-“ დაჯარიმდა 4000 ლარით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის შესაბამისად. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 მაისის №A------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.91).
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
№-------), რომელიც შესანახად ჩაბარდა მომჩივანს, რომელმაც ვერ უზრუნველყო ყადაღადადებული ნივთის წარდგენა. აღნიშნულ ფაქტზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 3.12.2025 წლის №------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.04.2026 წლის №8710 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
ნომერი -------) წარმოდგენა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2025 წლის 3 დეკემბერს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა N------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და ფ/პ ------- (პ/ნ -------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, დაეკისრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მომჩივანს გაეგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე, რომელსაც გაეცნო ელექტრონულად 2026 წლის 23 მარტს.
…დეპარტამენტმა დააფიქსირა, რომ მომჩივანმა განახორციელა შპს ------- ყადაღადადებული ქონების ნაწილის განკარგვა. რაზეც მომჩივანს, ვალის მართვის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №AA1481322 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.08.2023 წლის №18917 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის შესაბამისად ვალის მართის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა 2023 წლის 10 ნოემბრის №CB1550260 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, ფ/პ -------ს (პ/ნ ------) შეეფარდა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 278, №3591, 17.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1043717/muxli-278/