ბრძანება N 31090

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.12.2023
№ დოკუმენტი 31090
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 31090

12 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ --------ის (პ/ნ -------)

(მის: ---------)

2023 წლის 10 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 1 დეკემბრის (ოქმი №125) სხდომაზე განიხილა ფ/პ ------ის (პ/ნ ------) №190948/21-17 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ნოემბრის №CB1550260 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2014 წელს საბიუჯეტო დავალიანების გამო საგადასახადო ორგანომ მიმართა აღსრულებას დაეყადაღებინა შპს -------ს სახელზე რიცხული ქონება. ქონების აღწერას ესწრებოდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები და თავად ------. აღიწერა ქონება, რომელიც განლაგებული იყო ბაზაზე, თუმცა არ მოხდა ამ ქონების რეალიზაცია და თავადაც ვერ მიაქცია ყურადღება. დანადგარები გარეთ დების გამო აღმოჩნდა დაზიანებული და გაძარცული. ამდენი წლის მერე თხოვენ ქონებას, ვინაიდან ის როგორც დირექტორი ვალდებული იყო მოევლო ქონებისათვის. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას და ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „--------“-ს (ს/ნ ------) აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის №006-3385 ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს „--------“-ს (ს/ნ ------) საკუთრებაში რიცხულ ქონებას. ასევე, შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტი. ყადაღადადებული ქონება შესანახად ჩაბარდა შპს „--------“-ს (ს/ნ ------) დირექტორს ფ/პ --------ს (პ/ნ ------).

ვინაიდან ფ/პ -----მ (პ/ნ -------) განახორციელა შპს „--------“-ს (ს/ნ --------) ყადაღადადებული ქონების განკარგვა ნებართვის გარეშე. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის შესაბამისად ვალის მართის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა 2023 წლის 10 ნოემბრის №CB1550260 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, ფ/პ -------ს (პ/ნ ------) შეეფარდა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით დასაშვებია, პირმა განკარგოს ყადაღადადებული ქონება, თუ ამონაგები თანხა სრულად იქნება მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად. თუ საგადასახადო ორგანოს თანხმობით განხორციელდა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად იქნა მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება.

ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. თუ ამ პირებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, ყადაღადადებული ქონების პირის მიერ განკარგვა ან საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ლუქის ახსნა – იწვევს პირის დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ------ის (პ/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2015 წლის 8 ივლისის №006-3385 ბრძანების საფუძველზე ყადაღა დაედო კომპანიის საკუთრებაში რიცხულ ქონებას. ასევე, შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტი. ყადაღადადებული ქონება შესანახად ჩაბარდა კომპანიის დირექტორს (მომჩივანს). ვინაიდან დირექტორმა (მომჩივანმა) განახორციელა კომპანიის ყადაღადადებული ქონების განკარგვა ნებართვის გარეშე, აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის შესაბამისად ვალის მართის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა 2023 წლის 10 ნოემბრის №CB1550260 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, დირექტორს (მომჩივანს) შეეფარდა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 278.