მუხლი 276. სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევა
საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლი · სგკ 276
თავი XL — საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა
პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012
მთავარი მონაცემები
განაკვეთი100 პროცენტის
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.12.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
საქმე №ბს-883(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2023
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 2018 წლის 2 აპრილს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმდა 1 368 000 ლარით, იმ მოტივით, რომ 2018 წლის მეორე კვარტალის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არ იქნა გადახდილი კანონით დადგენილი წესით.
საქმე №ბს-92(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.04.2022
კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „კ“ ქვეპუნქტებზე, 66-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე, 271-ე, 273-ე, 276-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და…
საქმე №ბს-525(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე დაჯარიმდა 15 000 ლარის ოდენობით. მოსარჩელე არ ეთანხმება დაჯარიმებას და მიუთითებს, რომ საქართველოს…
…მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლებულიყო კომპანიისთვის გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე ფიზიკური პირებისათვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაუკავებლობის საფუძველზე, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული ჯარიმისაგან; თუ განხორციელებულ იქნებოდა შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავლისა და ფასნამატის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
შემოწმდა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტითა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ( „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი და საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლი) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხი. შემოწმების შედეგები გაფორმდა 2025 წლის 16 აპრილის შემოწმების აქტში N03-10.
…ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე საქმიანობისათვის, მომსახურების დეპარტამენტის 31.03.2025 წლის N CB----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 6 460 ლარის ოდენობით. ხსენებული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 30.04.2025 წლის N 8113 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
…თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა წლიური სანებართვო მოსაკრებელი შესაბამის საანგარიშო პერიოდებში და სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევისათვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის საფუძველზე, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100%-ის ოდენობით.
შესაბამისად, საწარმოს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, რომელიც პირს ჯარიმას აკისრებს მოსაკრებლის ნიშნის გარეშე საქმიანობისათვის, ვინაიდან თამაშების მიმწოდებლისათვის ასეთი ვალდებულება კანონით გათვალისწინებული არ არის.
…აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ მე-7 მუხლის გათვალისწინებით მომჩივანს დაერიცხა წლიური სანებართვო მოსაკრებელი შესაბამის საანგარიშო პერიოდებში და სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევისათვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის საფუძველზე, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100%-ის ოდენობით.
მუხლი 1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცნება— სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცნება— ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცნება— მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების,
ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ
მუხლი 5. სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშის შემოწმება— მოთხოვნების/სტანდარტების, დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 276, №3591, 17.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1043717/muxli-276/