ბრძანება N 11584
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 11584
25.05.2023
შპს „------------ის” (ს/ნ --------------)
(ფაქტ. --------------------------)
2023 წლის 27 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 10 მაისს დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა შპს „-------------ის” (ს/ნ ------------) №72624/21-11 საჩივარი შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 20 აპრილის №004504 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და 2023 წლის 25 აპრილის №8892 ბრძანების თაობაზე.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ როგორც შემოწმების აქტშია მითითებული, აკრძალულ პირთა სიაში მყოფი მოქალაქე -------------- (პ/ნ -------------) შპს „--------------“ (ს/ნ --------------) მიერ მოწყობილ სათამაშო აპარატების სალონში სამჯერ იქნა დაშვებული სათამაშოდ. ამავე აქტში აღნიშნული დროების მიხედვით, ზემოხსენებული პირი სათამაშო აპარატების სალონში ორჯერ იმყოფებოდა თითო-თითო წუთით, ხოლო ერთხელ - 15 წუთით.
გადამხდელის განმარტებით, ვიდეო-ჩანაწერებში, რომელიც ფაქტობრივად ერთადერთ მტკიცებულებად არის გამოყენებული, შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება. შესაბამისად იგი ვერ გამოდგება აკრძალულ პირთა რეესტრში მყოფი პირის სათამაშოდ დაშვების დასადასტურებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს გაუქმდეს სადავო ადმინისტრაციული აქტები.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, აკრძალულ პირთა სიაში მყოფი მოქალაქე ------------ის (პ/ნ --------------) განცხადებისა და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 20 აპრილის N8609 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის N19-06/287 ნებართვის მფლობელის - შპს „-----------ის“ (ს/ნ----------) მიერ (მის.: -------------) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის: „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა1 “ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით, მე-2 პუნქტით, მე-201 მუხლის მე-6 პუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 27-ე მუხლით, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „კ“ („სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლი და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1765 მუხლი), „ლ“, „ნ“, „პ“, „უ“, „უ1 “ და „ქ1 “ ქვეპუნქტებით, 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება.
სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2023 წლის 20 აპრილს შედგა შემოწმების აქტი №29, რომლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „-------------ის“ (ს/ნ-------------) მიერ №19-06/287 ნებართვით ორგანიზებული სათამაშო აპარატების სალონში 2023 წლის 18 აპრილს განხორციელდა აკრძალულ პირთა სიაში მყოფი პირის - მოქალაქე --------------ის (პ/ნ -------------) სათამაშოდ დაშვება.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 20 აპრილის №8609 ბრძანების საფუძველზე, შემოწმების პროცესში შედგენილი №29 შემოწმების აქტით, ნებართვის მფლობელს განესაზღვრა ვადა, შემოსავლების სამსახურისთვის წარმოედგინა, სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შერჩეული, კონკრეტული შიდა და გარე ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის ჩანაწერები. შემოწმების აქტში მითითებულ ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის ერთ წუთიან ორივე მონაკვეთში ჩანს მოქალაქე --------------ის (პ/ნ-------------) აზარტული თამაშობების მოწყობის ადგილზე შესვლის ფაქტი, ხოლო 15 წუთიან მონაკვეთიდან ვლინდება აკრძალულ პირთა სიაში მყოფი მოქალაქე -------------ის (პ/ნ --------------) თამაშის ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს „------------“ (ს/ნ -----------) მის მიერ ორგანიზებულ სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ დაუშვა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ3 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული აკრძალული პირი, აღნიშნულით შპს „-----------“ მიერ დარღვეულ იქნა სანებართვო პირობები. კერძოდ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „უ1 “ (აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, რაზეც „შპს „----------“ (ს/ნ ----------) ჯარიმის დაკისრების შესახებ“ მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 25 აპრილის №8892 ბრძანების საფუძველზე, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „შპს „-----------“ (ს/ნ ---------) დაჯარიმდა 1 000 (ათასი) ლარით.
ასევე, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1765 მუხლი ეხება დამოკიდებულ პირთა სიაში, ან აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი კონკრეტული პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე სათამაშოდ დაშვების ფაქტზე ადმინისტრაციული სახდელის დადებას, შპს „----------ის“ (ს/ნ ---------) მიერ, აკრძალულ პირთა სიაში მყოფი პირის - მოქალაქე ------------ის (პ/ნ ------------) აზარტული თამაშობების მოწყობის ადგილზე სათამაშოდ დაშვების ფაქტზე, ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, შპს „-----------“ (ს/ნ---------) მიმართ შედგა №004504 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შეეფარდა სანქცია 10 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 25 აპრილის №8892 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, რომლის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით:
ბ3 აკრძალული პირი − პირი, რომელსაც ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობა, მათ შორის, თამაშობის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში. ამ კანონის მიზნებისთვის აკრძალული პირი არის:
ბ3 .დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების შესახებ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემოსავლების სამსახური. ამ მუხლის 11 პუნქტის (აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება) მიზნებისთვის შემოსავლების სამსახური თამაშობის ორგანიზატორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, თამაშობაში მონაწილეობის მსურველი ყოველი კონკრეტული პირის შესახებ აწვდის მხოლოდ თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე ინფორმაციას.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:
უ1 აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ შეადგენს 1000 ლარს.
შპს „------------ის“ (ს/ნ ---------- ) მიერ საჩივარში აღნიშნულ არგუმენტზე, რომ შემოწმების აქტზე ნომერი არ არის აღნიშნული, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტი განმარტავს, რომ ნუმერაციის უწყვეტობის უზრუნველყოფისა და დუბლირების გამორიცხვის მიზნით, შემოწმების აქტისთვის ნომრის მინიჭება განხორციელდა შემდგომ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 25 აპრილის №8892 ბრძანება ჯარიმის დაკისრების შესახებ მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვისას მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 20 აპრილის №004504 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1765 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება − გამოიწვევს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;
ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;
გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;
დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული
სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;
ე)ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.
რაც შეეხება მომჩივანის პოზიციას, რომ შიდა და გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ჩანაწერებიდან შეუძლებელია ---------------ის იდენტიფიკაცია, მომსახურების დეპარტამენტი განმარტავს, რომ ------------ის 2023 წლის 11 აპრილის განცხადების საფუძველზე, სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების დაწყებამდე, აღნიშნული პირის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შესაბამის ჩანაწერებში იდენტიფიცირების მიზნით, სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომლები პირადად შეხვდნენ მოქალაქე -------------ს. შეხვედრისას, ზეპირი გამოკითხვის პროცესში, მოქალაქე -----------მა (პ/ნ ---------------) აღნიშნა მის მიერ სათამაშო აპარატების სალონში შესვლის ზუსტი თარიღი და დრო. ასევე განმარტა, რომ სათამაშო აპარატების სალონში შესვლის დღესა და სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომლებთან შეხვედრის დღეს წარმოდგენილი იყო იდენტური ვიზუალით (ტანსაცმლით). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახდა მოქალაქე -----------ის (პ/ნ --------------) იდენტიფიკაცია ობიექტზე შესვლისას და ასევე თამაშობაში მონაწილეობისას, ვიდეო ჩანაწერების მეშვეობით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „---------ის“ (ს/ნ----------) მიერ დარღვეულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------ის” (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 25 აპრილის №8892 ბრძანების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო 2023 წლის 20 აპრილის №004504 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს გაუქმდეს სადავო ადმინისტრაციული აქტები, რომელიც ეხება დამოკიდებულ პირთა სიაში, ან აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი კონკრეტული პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე სათამაშოდ დაშვების ფაქტს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ შედგა შემოწმების აქტი, რომლის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანის, ნებართვით ორგანიზებული სათამაშო აპარატების სალონში 2023 წლის 18 აპრილს განხორციელდა აკრძალულ პირთა სიაში მყოფი პირის სათამაშოდ დაშვება.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 25 აპრილის №8892 ბრძანების საფუძველზე, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად,მომჩივანი დაჯარიმდა.
ასევე დამოკიდებულ პირთა სიაში, ან აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი კონკრეტული პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე სათამაშოდ დაშვების ფაქტის გამო, პირს განესაზღვრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1765 მუხლის შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლებს.