2. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გადაამოწმოს ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტების უტყუარობა და ამ კანონის 35-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხოლო სამორინის მოწყობის შემთხვევაში − დამატებით მათი ამავე კანონის 24-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
3. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
31. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნით, შერჩეული პირის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დანერგოს კონტროლის ელექტრონული სისტემა და როგორც შემოწმების ფარგლებში, ისე მიმდინარე რეჟიმში გააკონტროლოს სანებართვო პირობების შესრულება, მათ შორის, სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტის არსებობისას სანებართვო პირობების შესრულების შემოწმება ჩაატაროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული, მოქმედი ნებართვის პერიოდისთვისაც.
4. ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის ნებართვის მფლობელს აჯარიმებს შემოსავლების სამსახური ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საგადასახადო ორგანო ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმებისა და ამავე კანონის 372 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმების გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით.
5. ნებართვის მფლობელი ვალდებულია სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2237 - სსმ I, №54 20.12.2005 წ., მუხ. 357
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5180 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ. 277
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2670 - სსმ I, №7, 09.03.2009 წ., მუხ.29
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3601 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.353
საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 09.02.2023 კანონი №2584
- 25.06.2020 კანონი №6487
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7 1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემასა და გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანასა და უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს შემოსავლების სამსახური. [ 1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემას, მათში ცვლილებების შეტანას, მათ გაუქმებას და შესაბამისი მონაცემების უწყებრივ სანებართვო რეესტრში შეტანას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს შემოსავლების სამსახური. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)] 2. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გადაამოწმოს ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტების უტყუარობა და ამ კანონის 35-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხოლო სამორინის მოწყობის შემთხვევაში − დამატებით მათი ამავე კანონის 24-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა. 3. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 31. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნით, შერჩეული პირის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დანერგოს კონტროლის ელექტრონული სისტემა და როგორც შემოწმების ფარგლებში, ისე მიმდინარე რეჟიმში გააკონტროლოს სანებართვო პირობების შესრულება, მათ შორის, სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტის არსებობისას სანებართვო პირობების შესრულების შემოწმება ჩაატაროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული, მოქმედი ნებართვის პერიოდისთვისაც. 4. ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის ნებართვის მფლობელს აჯარიმებს შემოსავლების სამსახური ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საგადასახადო ორგანო ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმებისა და ამავე კანონის 372 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმების გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით. 5. ნებართვის მფლობელი ვალდებულია სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2237 - სსმ I, №54 20.12.2005 წ., მუხ. 357 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5180 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ. 277 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2670 - სსმ I, №7, 09.03.2009 წ., მუხ.29 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3601 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.353
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ბს-883(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2023
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1-ლი, მე-3, 43-ე, 64-ე, 269-ე, 271-ე, 276-ე, 299-ე მუხლებზე, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-4 მუხლის…
- საქმე №ბს-912(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის ნებართვის მფლობელს აჯარიმებს შემოსავლების სამსახური ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
- საქმე №ბს-596-596(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2018
…შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ნებართვას მოითხოვს. უნებართვოდ თამაშობის გამართვა ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა კანონის დარღვევად ითვლება და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. აღნიშნული კანონის მე-7 მუხლი განსაზღვრავს ნებართვების გაცემისა და გაუქმების, მათში ცვლილების შეტანის წესსა და პირობებს, კერძოდ: „აზარტული და მომგებიანი თამაშობების…
- საქმე №ბს-1161-1155(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.02.2018
კერძოდ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი დააწესოს სანებართვო პირობების შესრულებაზე.
- საქმე №ბს-227-225(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.11.2017
…სამსახურის დებულების“ 15.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციაა აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი დააწესოს სანებართვო პირობების შესრულებაზე.
- საქმე №ას-860-826-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2017
- საქმე №ბს-137-134(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2014
- საქმე №330310017001798874 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.07.2018
- საქმე №330310016001234333 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.06.2018
- საქმე №330310016001446317 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.03.2018
- საქმე №330210018002502853 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 15, 19/04/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება