ბრძანება N 11812

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.05.2026
№ დოკუმენტი 11812
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11812

29 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 1 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 და 22 მაისის სხდომებზე (ოქმი №38 და №42) განიხილა შპს „----” (ს/ნ -----) №102119/1/2026 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 24 აპრილის №9099 ბრძანებას ჯარიმის დაკისრების შესახებ.

 

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2025 წლის 7 სექტემბერს ------ზე დარეგისტრირდა ფიზიკური პირი ------, რომელმაც რეგისტრაციის ეტაპზე მისი იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია განახორციელა უცხოური დოკუმენტით. იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის ეტაპზე მან ვებ-გვერდზე დოკუმენტის ასატვირთ ველში ატვირთა ------ პასპორტი, ხოლო ვერიფიკაციის ეტაპი დაასრულა ვიდეო, ე.წ „-------“ პროცესის საშუალებით: მომხმარებელი: -------; მომხმარებლის სახელი: …; პინ კოდი: ….; რეგისტრაციის თარიღი: 2025-09-07 -----; რეგისტრაციისას გამოყენებული დოკუმენტის ნომერი: ------; დოკუმენტი:------- პასპორტი. ვერიფიკაციის მეთოდი: ვიდეო, ე.წ „------“. რეგისტრაციის ეტაპზე მომხმარებლის მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო მონაცემები, კერძოდ, დოკუმენტის ნომერი გადამოწმდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ყველაზე ბოლოს (უახლეს) გამოგზავნილ დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიაში, ამასთან სანქცია დაკისრებულ პირთა სიაში, თუმცა, არცერთ ბაზაში აღნიშნული პირი არ მოიძებნა.

ამდენად, მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია/იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია განხორციელდა საკანონმდებლო მოთხონათა სრული დაცვით. კერძოდ:

1. „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის ბრძანება №2-ის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის გ) ქვეპუნქტის მიხედვით: „ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, კლიენტი ფიზიკური პირის ვერიფიკაცია განახორციელოს შემდეგი დოკუმენტის საფუძველზე: გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, პასპორტი, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთისთვის ნებადართული სხვა დოკუმენტი ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა“.

2. „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამა შის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №43 ბრძანების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის მიხედვით, „ოპერატორი ვალდებულია მოთამაშის ვერიფიკაცია განახორციელოს ქვემოთ მოცემული რომელიმე წესის შესაბამისად: ე) ტექნოლოგიური გადაწყვეტით, რომელიც იყენებს ბიომეტრიულ მონაცემებს გადაღებულ ფოტოსურათსა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ფოტოსურათზე ან/და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიღებულ ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობის დასადგენად“.

2026 წლის 27 მარტს შპს „-----“ (შემდგომში „მარეგულირებელი“) მომართვისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 26 მარტის წერილის საფუძველზე, კომპანიას დაევალა მარეგულირებლისათვის გაეზიარებინა: ------- (პ/ნ ------; უცხო ქვეყნის პასპორტის N-----) მიერ შექმნილ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშის/მოთამაშის ანგარიშის ტრანზაქციების (ანგარიშზე თანხის შეტანა, ფსონის განთ ავსება, ანგარიშიდან თანხის გამოტანა) შესახებ ინფორმაცია. ასევე ------- (პ/ნ ------; უცხო ქვეყნის პასპორტის ------) ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მოპოვებული/მოთამაშის ელექტრონულ ფაილში არსებული მოთამაშის პირადი ნომრის ან პასპორტის მონაცემების შესახებ ინფორმაცია, ასევე ვერიფიკაციის განსახორციელებლად, აღნიშნული მოთამაშის მიერ ორგანიზატორისთვის წარდგენილი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოქმედი დოკუმენტის ასლი”.

კომპანიაში წერილის მიღებისთანავე დაწყებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ:

ა) ფ/პ ------ არასდროს ყოფილა ვებ-გვერდზე რეგისტრირებული საქართველოში გაცემული დოკუმენტითა და პირადი ნომრით;

ბ) მარეგულირებლის მიერ მოწოდებული უცხოური კოდუმენტის ნომერით (------) არ იძებნება არცერთი მომხმარებელი;

გ) ------ სათამაშო ანგარიშის პროფილში გამოყენებულია დოკუმენტის შემდეგი ნომერი: ------. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოგზავნილ დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიაში მომხმარებელი შეყვანილია შემდეგი დოკუმენტის ნომრით: ------, რის გამოც ვერ მოხდა დამთხვევა მომჩივანის მიერ მოპოვებულ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერსა და ბაზაში არსებულ ნომერს შორის.

ზემოაღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ კომპანია დოკუმენტის წაკითხვის ეტაპზე იყენებს ტექნიკურ საშუალებას (სერვისს), რომელიც ყველა დოკუმენტზე დატანილ ინფორმაციას კითხულობს დოკუმენტის ქვედა მხარეს არსებულ ე.წ. ----- ანუ ------დან. დოკუმენტის ეს ზონა მისი ციფრულად წაკითხვისას წარმოადგენს დოკუმენტის ვალიდაციის ყველაზე გავრცელებულ და უტყუარ ზონას. სპეციალური ალგორითმი ითვლის ციფრულ მნიშვნელობებს შემდეგი მონაცემებისთვის: დაბადების თარიღი, დოკუმენტის ნომერი და მოქმედების ვადა და ანიჭებს მათ უნიკალურ ციფრთა/სიმბოლოთა წყობას. ამდენად, დოკუმენტზე ვიზუალურ ნაწილში, რომელიმე ველის გადაკეთება (დამახინჯება) ავტომატურად გამოიწვევს MR ზონის არ დამთხვევას აღნიშნულ ველებთან, ეს კი იცავს დოკუმენტის მიმღებს ყალბი მონაცემების დამუშავებისგან. დოკუმენტის დამუშავების აღნიშნული სტანდარტი წარმოადგენს საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტს, რასაც განამტკიცებს ISO/--- სტანდარტი.

გადამხდელის მიერ მომხმარებლის დოკუმენტის მონაცემების წაკითხვა განხორციელდა დოკუმენტის MR ზონიდან, რის საფუძველზეც სისტემამ დოკუმენტის ნომრად ჩაიწერა: ------ ანუ დოკუმენტის ნომერი N სიმბოლოს გარეშე. ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მიერ გამოგზავნილ სიაში დოკუმენტის ნომრად შეყვანილი იყო ------, მონაცემები ერთმანეთს ვერ დაემთხვა.ამასთან, შედეგის თავიდან არიდება შეუძლებელი იქნებოდა დოკუმენტის ხელით (მანუალურად) გადამოწმების დროსაც, ვინაიდან დოკუმენტის ნომერში გამოყენებულია № სიმბოლო, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ბაზაში ლათინური ასობგერა N. გადამხდელის მიერ დოკუმენტის ნომრის ხელით გამოწერის შემთხვევაში აღნიშნული უზუსტობა მაინც დაფიქსირდებოდა.

გადამხდელს მიაჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდესის 1765 (ნაწ. 1) მუხლით გათვალისწინებული ქმედების, ისევე, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას, ხოლო ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ჯარიმის დაკისრების შესახებ მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ---- (პ/ნ ----; უცხო ქვეყნის პასპორტის -----) 2026 წლის 13 მარტის მამხილებელი შეტყობინების (სატელეფონო ზარი (ანალოგიური მამხილებელი შეტყობინება (ზარი) დაფიქსირდა 2026 წლის 27 მარტსაც), სადაც მოქალაქე განმარტავდა, რომ მისი მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის მიუხედავად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორების მიერ მაინც ხდებოდა, მისი, როგორც დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანილი პირის სათამაშოდ დაშვება) საფუძველზე, მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 26 მარტის №----- წერილით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შერჩეული პირისგან გამოთხოვილ იქნა სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოქმედი ორგანიზატორების მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ სათამაშო ვებგვერდებზე/სათამაშო პლატფორმებზე 2026 წლის 9 მარტიდან (დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანის თარიღი) 2026 წლის 26 მარტის ჩათვლით, ------ (პ/ნ ------; უცხო ქვეყნის პასპორტის N------) მიერ შექმნილ (არსებობის შემთხვევაში) სისტემურ-ელექტრონულ სათამაშო ანგარიშის/მოთამაშის ანგარიშის ტრანზაქციების (ანგარიშზე თანხის შეტანა, ფსონის განთავსება, ანგარიშიდან თანხის გამოტანა) შესახებ ინფორმაცია.

ზემოაღნიშნული წერილით მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ იქნა სისტემურელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოქმედი ორგანიზატორების მიერ, ----- (პ/ნ -----; უცხო ქვეყნის პასპორტის N------) ვებგვერდებზე რეგისტრაციის დროს მოპოვებული/მოთამაშის ელექტრონულ ფაილში არსებული მოთამაშის პირადი ნომრის ან პასპორტის მონაცემების შესახებ ინფორმაცია, ასევე, ვერიფიკაციის განსახორციელებლად, აღნიშნული მოთამაშის მიერ ორგანიზატორებისთვის წარდგენილი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოქმედი დოკუმენტის ასლი.

აღნიშნული წერილის საფუძველზე შერჩეული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან დადგინდა, რომ სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოქმედი ორგანიზატორებიდან, შპს „-----“ (ს/ნ -----) მხრიდან ადგილი ჰქონდა დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანილი პირის სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ (სისტემურელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები) თამაშობაში სათამაშოდ დაშვების ფაქტს. კერძოდ, შემოსავლების სამსახურიs მიერ წარმოებულ დამოკიდებულ პირთა სიის მონაცემების თანახმად, ------ - პირი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად, იმავდროულად გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანილ იქნა 2026 წლის 9 მარტს, როგორც პირადი ნომრით, ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის) ნომრით. შერჩეული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის თანახმად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის - შპს „------“ (ს/ნ ------) მიერ ორგანიზებულ სათამაშო ვებგვერდზე, ----- რეგისტრირებული იყო უცხო ქვეყნის პასპორტით (პასპორტის N------) და დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანის (2026 წლის 9 მარტი) შემდგომ პერიოდებში (2026 წლის 12 და 26 მარტი), ფიქსირდებოდა მისი სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ სათამაშო აპარატების თამაშობებში სათამაშოდ დაშვების ფაქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 17 აპრილის №8617 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების №----- ნებართვის მფლობელის, შპს „------“ (ს/ნ -----) მიერ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმება. კერძოდ, შემოწმდა შესრულებული იყო თუ არა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებით დამტკიცებული „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოთხოვნების/სტანდარტების“ (დანართი №1) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი) და „უ1 “ ქვეპუნქტებით, ასევე 32-ე მუხლის 11 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები.

სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2026 წლის 22 აპრილს შედგა შემოწმების აქტი №26. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „------“ (ს/ნ -----) სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების №----- ნებართვით ორგანიზებულ ვებგვერდზე (----) სათამაშოდ დაუშვა ----- (უცხო ქვეყნის პასპორტის N-----) პირი, რომელსაც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა.

აღნიშნულით შპს „----“ (ს/ნ ----) მიერ დარღვეულ იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებით დამტკიცებული „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოთხოვნების/სტანდარტების“ (დანართი №1) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი - თუ სათამაშო ანგარიში შექმნილია იმ პირის მიერ, რომელსაც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა, ოპერატორი ვალდებულია დაბლოკოს ანგარიში) და „უ1 “ ქვეპუნქტებით, ასევე 32-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, რითაც შპს „-----“ (ს/ნ -----) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2026 წლის 24 აპრილის №9099 ბრძანების საფუძველზე დაჯარიმდა 7 000 (შვიდი ათასი) ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონითა და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობა სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით:

ბ2 ) დამოკიდებულ პირთა სია − აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზა, რომელშიც პირის თაობაზე მონაცემები შეიტანება მოსამართლის ბრძანების ან თავად ამ პირის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება.

ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების შესახებ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემოსავლების სამსახური. ამ მუხლის 11 პუნქტის (აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება) მიზნებისთვის შემოსავლების სამსახური თამაშობის ორგანიზატორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, თამაშობაში მონაწილეობის მსურველი ყოველი კონკრეტული პირის შესახებ აწვდის მხოლოდ თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე ინფორმაციას.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:

უ1 ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №50 ბრძანებით დამტკიცებული „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამოკიდებულ პირთა სიაში აისახება დამოკიდებულ პირთა შესახებ შემდეგი ინფორმაცია: პირადი ნომერი, ხოლო საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა - ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტში (მათ შორის, პასპორტში) მითითებული პირის პირადი/მაიდენტიფიცირებელი ნომერი.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ შეადგენს − 7 000 ლარს.

რაც შეეხება შპს „----“ (ს/ნ ----) მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციას, რომ ნებართვის მფლობელი დოკუმენტების წაკითხვის ეტაპზე იყენებს ტექნიკურ საშუალებას (სერვისს), რომელიც ყველა დოკუმენტზე დატანილ ინფორმაციას კითხულობს დოკუმენტის ქვედა მხარეს არსებულ ე.წ ---- ანუ ------დან, რის საფუძველზეც სისტემამ დოკუმენტის ნომრად ჩაიწერა: ----- ანუ დოკუმენტის ნომერი N სიმბოლოს გარეშე და ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მიერ გამოგზავნილ სიაში დოკუმენტის ნომრად შეყვანილი იყო -----, მონაცემები ერთმანეთს ვერ დაემთხვა, ამასთან, შედეგის თავიდან არიდება შეუძლებელი იქნებოდა დოკუმენტის ხელით (მანუალურად) გადამოწმების დროსაც, ვინაიდან დოკუმენტის ნომერში გამოყენებულია № სიმბოლო, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ბაზაში ლათინური ასობგერა N, აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №50 ბრძანებით დამტკიცებული „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამოკიდებულ პირთა სიაში აისახება დამოკიდებულ პირთა შესახებ შემდეგი ინფორმაცია: პირადი ნომერი, ხოლო საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა - ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტში (მათ შორის, პასპორტში) მითითებული პირის პირადი/მაიდენტიფიცირებელი ნომერი.

განხილული საკანონმდებლო ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან ------ მიერ წარმოდგენილ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტში, პასპორტის ნომრის გარდა, არ იყო მითითებული სხვა პირადი/მაიდენტიფიცირებელი ნომერი, ---- დამოკიდებულ პირთა სიაში ასახულ იქნა პასპორტის ნომრით - -----), ხოლო შპს „-----“ (ს/ნ ----) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ ----- სათამაშო ვებგვერდზე რეგისტრირებულია ----- ნომრით (არ არის გამოყენებული არც № სიმბოლო და არც ასობგერა N), შესაბამისად, მათ მიერ ვერ მოხდებოდა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის აღსრულება - დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანილი პირების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში სათამაშოდ არ დაშვება.

ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №43 ბრძანებით დამტკიცებული „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მოთამაშის ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს სავალდებულოა მიეთითოს/მოპოვებულ იქნეს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია: მოთამაშის მოქალაქეობა, პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და მოქმედების ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს მოქმედი საკანონმდებლო ნორმა, არ ითვალისწინებს მოთამაშის, პასპორტის/დოკუმენტის ----- ანუ -----დან მიღებული მონაცემებით რეგისტრაციას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანება ჯარიმის დაკისრების შესახებ მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს ჯარიმის დაკისრების შესახებ მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დამოკიდებულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულმა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა ცხელ ხაზზე განაცხადა, რომ ონლაინ პლატფორმები თამაშის უფლებას მაინც აძლევდნენ, რის გამოც უწყებამ კომპანიიდან მომხმარებლის მონაცემები და ტრანზაქციების ისტორია გამოითხოვა. შემოწმებით დადგინდა, რომ მიუხედავად რეესტრში პირადი ნომრითა და უცხოური პასპორტით დაფიქსირებისა, ორგანიზატორმა სათამაშო ანგარიში არ დაბლოკა და პირი სისტემაში უცხო ქვეყნის პასპორტით მაინც დაუშვა. სანებართვო პირობების ამ დარღვევის გამო, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონების საფუძველზე გამოიცა ბრძანება, რომლითაც კომპანია 7 000 ლარით დაჯარიმდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანება ჯარიმის დაკისრების შესახებ მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა: „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლები