2. თამაშობის ორგანიზატორთა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
3. ლატარიის ბილეთების ან მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების გაყალბება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2237 - სსმ I, №54 20.12.2005 წ., მუხ. 357
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 09.02.2023 კანონი №2584
- 25.06.2020 კანონი №6487
- 09.12.2011 კანონი №5448
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37 1. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მომწყობ, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად. [ 2. თამაშობის ორგანიზატორთა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)] 3. ლატარიის ბილეთების ან მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების გაყალბება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2237 - სსმ I, №54 20.12.2005 წ., მუხ. 357
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-723-723 (კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2020
ც-ის მიმართ გამოიცა N39436 ბრძანება "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონის 37.1 მუხლის "გ" ქვეპუნქტისა და "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონის 34.2 მუხლის შესაბამისად პირის 6000 ლარით დაჯარიმების შესახებ.
- საქმე №ბს-1034-1028(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.04.2018
…ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ჩანაწერის უწყვეტობა. გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებულ ჩანაწერებში წყვეტა ფიქსირდება 2015 წლის 3 და 11 აგვისტოს. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ…
- საქმე №ბს-227-225(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.11.2017
…ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
- საქმე №ბს-238-236(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2017
…და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 1 მაისის #14476 ბრძანებით შპს „...“ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით.
- საქმე №ბს-137-134(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2014
საკასაციო სასამართლოს განმარტებით,,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობის მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 თავით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის, კერძოდ, 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა არის სანებართვო…
- საქმე №330310015001137150 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 19.04.2018
- საქმე №330310016001234333 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.06.2018
- საქმე №330310016001446317 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 15, 19/04/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება