ბრძანება N 25153

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.10.2023
№ დოკუმენტი 25153
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25153

11 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------”-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 20 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 29 სექტემბრის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №102) განიხილა შპს „-------”-ის (ს/ნ -------) №158926/21 საჩივარი შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 14 სექტემბრის №22497 ბრძანებისა და მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 12 სექტემბრის №------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.

 

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 12 სექტემბრის №22098 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მის მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1765 მუხლი), „ნ“, „პ“, „უ“, „უ1 “ და „ქ1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება. აღნიშნული შემოწმების შედეგებზე შედგა მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 12 სექტემბრის №--- შემოწმების აქტი, რომელშიც მომსახურების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ დაფიქსირებული იქნა, რომ ნებართვის მფლობელის მიერ ორგანიზებულ ობიექტზე პირის აზარტული თამაშობის მოწყობის ადგილზე დაშვება ან/და თამაშობაში მონაწილეობა ხორციელდებოდა პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის წარდგენის გარეშე. ასევე, აღნიშნულ ობიექტზე სათამაშოდ დაშვებული იქნა დამოკიდებულ პირთა სიაში მყოფი პირი -------, რომელიც 2023 წლის 14 აპრილიდან ირიცხება დამოკიდებულ პირთა სიაში.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „-------” (ს/ნ -------) დაჯარიმდა 1 000 (ათასი) ლარით. ზემოაღნიშნულთან ერთად, ვინაიდან ნებართვის მფლობელის მიერ მოხდა დამოკიდებულ პირთა სიაში მყოფი პირის - მოქალაქე ------- აზარტული თამაშობის მოწყობის ადგილზე თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1765 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, შპს „-------”-ის (ს/ნ -------) მიმართ 2023 წლის 12 სექტემბერს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №-------.

გადამხდელი განმარტავს, რომ ------- წინასწარი განზრახვით, სათამაშო აპარატების სალონის უფლებამოსილ თანამშრომელს მოტყუებით წარუდგინა სხვისი პირადობის მოწმობა, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავდა მას. ვიდეომასალაში ჩანს, როგორ აწვდის ------- ობიექტის დაცვის თანამშრომელს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც მას ამოწმებს კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში, რათა სათამაშოდ არ იქნეს დაშვებული დამოკიდებულ პირთა სიაში მყოფი პირი. ვინაიდან დოკუმენტის გადამოწმებით დადგინდა, რომ პირი არ იყო დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებული, იგი დაშვებული იქნა სათამაშოდ.

აღნიშნულის შემდგომ, ობიექტზე შედის პიროვნება, რომელიც აცხადებს, რომ სათამაშოდ დაშვებული პიროვნება არის მამამისი და იგი დამოკიდებულ პირთა სიაში არის რეგისტრირებული. ამ ფაქტზე იძახებს საპატრულო პოლიციას.

ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის თანაშრომლების მიერ გადამოწმებული იქნა და დადგინდა, რომ სათამაშოდ დაშვებული პირი იყო -------, რომელი დამოკიდებულ პირთა სიაში არის შეყვანილი, ხოლო მის მიერ ობიექტზე სათამაშოდ დასაშვებად გამოყენებული იყო სხვა პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გადამხდელი აღნიშნავს, რომ მოცემულ ან მსგავს შემთხვევებში შემოსავლების სამსახური ვალდებულია გაითვალისწინოს ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში სათამაშო აპარატების სალონის უფლებამოსილი თანამშრომლის მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი ქმედებები, რომლებიც გამორიცხავენ ადმინისტრაციულ ბრალს და სამართალდარღვევის არსებობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტებისა და მათ საფუძველზე დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2023 წლის 8 სექტემბრის განცხადების (მამხილებელი შეტყობინება) საფუძველზე გამოცემული „სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შესახებ“ მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 12 სექტემბრის №22098 ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის №------- ნებართვის მფლობელის - შპს „-------”-ის (ს/ნ -------) მიერ (მის.: -------, -------, ნაკვეთ N------- ზე არსებული შენობა-ნაგებობა N---, -------), „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1765 მუხლი), „ნ“, „პ“, „უ“, „უ1 “ და „ქ1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება.

სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2023 წლის 12 სექტემბერს შედგა შემოწმების აქტი №---. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირის აზარტული თამაშობების მოწყობის ადგილზე დაშვება ან/და თამაშობაში მონაწილეობა ხორციელდებოდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის წარდგენის გარეშე. გადამხდელმა, მის მიერ, №------- ნებართვით ორგანიზებულ სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ დაუშვა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული თამაშზე დამოკიდებული პირი - მოქალაქე -------, რომელიც გადასახადების ადმინისტრირების სისტემის „დამოკიდებულ/აკრძალულ პირთა სია“ პროგრამულ მოდულზე დაყრდნობით, პირადი განცხადების საფუძველზე, 2023 წლის 14 აპრილიდან შეყვანილია დამოკიდებულ პირთა სიაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „-------”-ის (ს/ნ -------) მიერ დარღვეულ იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „უ“ (პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე დაშვება ან/და თამაშობაში მონაწილეობა უზრუნველყოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში) და „უ1 “ (აზარტული თამაშობების მოწყობის ადგილზე სათამაშოდ არ დაუშვას დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანილი პირები) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 14 სექტემბრის №22497 ბრძანების საფუძველზე, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადამხდელი დაჯარიმდა 1 000 (ათასი) ლარით.

ზემოაღნიშნულთან ერთად, ვინაიდან ნებართვის მფლობელის მიერ მოხდა დამოკიდებულ პირთა სიაში მყოფი პირის აზარტული თამაშობის მოწყობის ადგილზე თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1765 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შპს „-------”-ის (ს/ნ -------) მიმართ 2023 წლის 12 სექტემბერს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №------- და გადამხდელს შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი 10 000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 14 სექტემბრის №22497 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით:

ბ2 ) დამოკიდებულ პირთა სია − აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზა, რომელშიც პირის თაობაზე მონაცემები შეიტანება მოსამართლის ბრძანების ან თავად ამ პირის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება.

ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების შესახებ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემოსავლების სამსახური. ამ მუხლის 11 პუნქტის (აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება) მიზნებისთვის შემოსავლების სამსახური თამაშობის ორგანიზატორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, თამაშობაში მონაწილეობის მსურველი ყოველი კონკრეტული პირის შესახებ აწვდის მხოლოდ თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე ინფორმაციას.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:

უ1 ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ შეადგენს – 1 000 ლარს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვისას მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 12 სექტემბრის №------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1765 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება − გამოიწვევს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;

ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;

გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;

დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „-------”-ის (ს/ნ -------) მიერ დარღვეულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლებისა და ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------”-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 14 სექტემბრის №22497 ბრძანების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 12 სექტემბრის №------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტებისა და მათ საფუძველზე დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ განცხადების (მამხილებელი შეტყობინება) საფუძველზე, მომსახურების დეპარტამენტის ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირის აზარტული თამაშობების მოწყობის ადგილზე დაშვება ან/და თამაშობაში მონაწილეობა ხორციელდებოდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის წარდგენის გარეშე. გადამხდელმა, მის მიერ ორგანიზებულ სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ დაუშვა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანილი პირი.

გადამხდელის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონის შემდეგ ნორმებს: 371(ე), 29(უ1)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი: 1765