თავი XXII — ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრება და გაპროტესტება
1. საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;
ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;
გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;
დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.
2. თუ დადგინდება, რომ დადგენილება გამოიტანა იმ ორგანომ (თანამდებობის პირმა), რომელიც არ იყო უფლებამოსილი გადაეწყვიტა ეს საქმე, მაშინ ასეთი დადგენილება გაუქმდება და საქმე განსახილველად გაეგზავნება უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს).
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო საჩივართან ან პროტესტთან დაკავშირებით გამოტანილი დადგენილების ასლი 7 დღის ვადაში გაეგზავნება პირს, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი დადგენილება. პროტესტის გამო მიღებული დადგენილების ასლი 7 დღის ვადაში გაეგზავნება აგრეთვე დაზარალებულს მისივე თხოვნით. პროტესტის განხილვის შედეგი ეცნობება პროკურორს.
4. ამ კოდექსის 17716 ან 17717 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით და განთავსდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ერთიან ელექტრონულ პორტალზე − მეწარმისთვის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალისთვის მიკუთვნებულ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რაც ამ გადაწყვეტილების ოფიციალურ ჩაბარებად მიიჩნევა.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3007 – სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.142
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №876 – ვებგვერდი, 04.08.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.08.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 02.08.2021 კანონი №876
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-1074(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
სასამართლოს დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში არ უხელმძღვანელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევთა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გადაგზავნის შესახებ, არამედ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ.
- საქმე №ბს-1289(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2024
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 278-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა შპს „კ...ის“ საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში აღნიშნულია, რომ დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
- საქმე №ას-1253-1175-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2016
…რომ ვინაიდან სარჩელის მოთხოვნას დატაცებული ბუნებრივი აირის მოხმარების საფასურის გადახდა წარმოადგენდა აღნიშნული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად არ მიეკუთვნებოდა სასამართლოს განსჯადობას. ამავე კოდექსის 278-ე მუხლზე მითითებით, კასატორი აღნიშნავს, რომ დადგენილება, რომელიც არაუფლებამოსილმა ორგანომ გამოიტანა გაუქმებას ექვემდებარება.
- საქმე №ბს-785-769(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2013
სამართლებრივი: მოპასუხის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი (იხ.
- საქმე №ბს-808-777(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.01.2009
…ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და გადაწყვეტა რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომლითაც არ არის გათვალისწინებული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები, პირიქით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი ორგანო ვალდებულია, მიიღოს საჩივარი და კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება.
- საქმე №ბს-115-115(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.02.2008
- საქმე №3გ-ად-22-კს-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2002
- საქმე №010310017002201606 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 08.07.2019
- საქმე №330310013355600 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება