თავი XXII — ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრება და გაპროტესტება
1. დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებების, აგრეთვე ამ კოდექსის 2341
მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, გარდა ამ კოდექსის 26-ე და 32-ე მუხლებით გათვალისწინებული სახდელების გამოყენების შესახებ დადგენილებებისა, ამ მუხლის 11
ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე აკისრებენ ჯარიმას, რომელსაც ადგილზევე გადაახდევინებენ.
. ამ კოდექსის 208-ე და 2082
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებების აღსრულებას. დადგენილების გასაჩივრებისას საჩივრის დაკმაყო
ფილების შემთხვევაში პირს დაუბრუნდება ჯარიმისა და საურავის სახით, აგრეთვე ამავე კოდექსით დადგენილი წესით ქონებრივი ზარალის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხა.
12. ადმინისტრაციული სახდელის სახით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების გამოყენებისას ამ მუხლის საფუძველზე შეჩერებული ვადა სახდელის საერთო ვადაში არ ითვლება.
13. ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებული დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ძალაში შედის მისი მიღებისთანავე. სასამართლოს დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
2. პროკურორის მიერ პროტესტის შეტანა შეაჩერებს დადგენილების აღსრულებას პროტესტის განხილვამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110
საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6090 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №932 – ვებგვერდი, 08.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.07.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 02.07.2025 კანონი №932
- 30.11.2022 კანონი №2231
- 26.04.2012 კანონი №6090
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-541(ს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2020
დადგენილების გასაჩივრებაზე უფლებამოსილი პირი, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გ. ბ-ის საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად იქნა მიჩნეული.
- საქმე №ბს-1389(კს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2020
…სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ კონკრეტულ სამართლებრივ აქტებთან ერთად, სხვა მოწესრიგების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ზოგადი პრინციპებით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს პირის დაჯარიმების შესახებ დადგენილებების აღსრულებას.
- საქმე №ბს-544-535(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2013
სამართლებრივი: მოპასუხე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე და 275-ე მუხლებზე. საქართველოს კანონზე,,საგზაო მოძრაობის წესების უსაფრთხოების შესახებ” მე-20 და 29-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ როგორც 2011 წლის 11 აგვისტოს @967448…
- საქმე №330310018002475550 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.10.2018
…მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 317-ე, 413-ე, 1005-ე მუხლები, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ“ ევროპული კონვენცია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 246-ე, 251-ე, 275-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება