ა) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 7 000 ლარს;
ბ) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 20 000 ლარს;
გ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს;
დ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 10 000 ლარს;
ე) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;
ვ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს;
ზ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;
თ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 2 000 ლარს;
ი) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;
კ) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 2 000 ლარს;
ლ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1000 ლარს;
მ) ლატარიის ორგანიზატორის, თამაშობის ორგანიზატორის მიმართ, ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში − 1 000 ლარს;
ნ) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს;
ო) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს;
პ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიმართ − 2 000 ლარს;
ჟ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 10 000 ლარს;
რ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ − 7 000 ლარს;
ს) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ, მათ მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 20 000 ლარს.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2237 - სსმ I, №54 20.12.2005 წ., მუხ. 357
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5180 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ. 277
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4933 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5246 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6052 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ბს-912(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
…აქტში აღნიშნულია, რომ ნებართვის მფლობელმა შემოწმებისას ვერ წარადგინა გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტი. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 26 ნოემბრის #41149 ბრძანებით, შპს „...“ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 2000 (ორი ათასი) ლარით.
- საქმე №ბს-1034-1028(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.04.2018
…მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისთვის. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით…
- საქმე №ბს-1161-1155(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.02.2018
აღნიშნულ ფაქტზე შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №309, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 6 ივლისს გამოიცა ბრძანება №23942 და შპს „…“ (ს/ნ 406136827) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაჯარიმდა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
- საქმე №ბს-805-801(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2017
…კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წამახალისებელი გათამაშების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე ინფორმაციის შეტყობინება. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ შპს „კ...“ (შემდგომში შპს „...“) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად დაჯარიმდა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
- საქმე №ბს-227-225(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.11.2017
…საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს“. ზემოაღნიშნულ ფაქტზე შედგენილ იქნა შემოწმების აქტი N398, რომლის საფუძველზე 2015 წლის 11 აგვისტოს გამოიცა ბრძანება N30019, რომლითაც შპს „...“ (ს/ნ...) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაჯარიმდა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულიად კანონშესაბამისია.
- საქმე №ბს-137-134(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2014
- საქმე №330310015001137150 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 19.04.2018
- საქმე №010100115736024 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 23.05.2019
- საქმე №330310016001234333 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.06.2018
- საქმე №010100115736024 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 11.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.