ბრძანება N 33950

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.12.2023
№ დოკუმენტი 33950
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33950

29 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 11 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №85968/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის №29402 და №29434 ბრძანებებს. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №133).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანებებს. მიაჩნია რომ როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით გასაჩივრებული ბრძანებები არის დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს. სამორინეს მოწყობის №---------- ნებართვისა და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის №---------- ნებართვის მფლობელის, შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ ნებართვის მისაღებად წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერში ირკვევა, რომ ნებართვის მიღების მომენტისათვის შპს „----------“ ერთერთ დირექტორად ფიქსირდება ----------. ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე განთავსებული ინფორმაციით დგინდება, რომ ნებართვის მფლობელის მიერ 2023 წლის 2 ნოემბერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერში განხორციელდა ცვლილებები, კერძოდ დირექტორ ---------- ნაცვლად დარეგისტრირდა ახალი დირექტორი ----------. აღნიშნული ცვლილებების შესახებ ნებართვის მფლობელმა შემოსავლების სამსახურს არ აცნობა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც შპს „----------“ №29402 ბრძანებით დაჯარიმდა 7 000 ლარით;

სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 28 ნოემბერს მიღებულ იქნა ბრძანება №29434, რომლის საფუძველზეც შპს „----------“ ჯარიმის სახით დაეკისრა 1 000 ლარი.

.„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „რ“ პუნქტის თანახმად ამონაწერი საჯარო რეესტრიდან არის – ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან; „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

სამართლებრივი ნორმები ცხადყოფს რომ შპს „----------“ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან არის საჯაროდ და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის, ასევე შემოსავლების სამსახურისათვის, გამომდინარე აქედან აღნიშნული ცვლილებები შეეძლო შემოსავლების სამსახურს ენახა საჯარო რეესტრის საიტიდან, რომელიც არის საჯარო ინფორმაცია.

გადამხდელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა კომპანიის ერთი და იმავე ქმედებისთვის (თუკი თეორიულად დავუშვებთ, რომ შპს „----------“ დაარღვია კანონის მოთხოვნა) ორჯერ დაჯარიმება, ერთი 7 000 ლარით, ხოლო მეორე 1 000 ლარით (საერთო ჯამში 8 000 ლარით).

აღნიშნულიდნ გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანებებისა და მათ საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ „სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 22 ნოემბრის №28773 და №28774 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა სამორინეს მოწყობის № ---------- ნებართვისა და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის №---------- ნებართვის მფლობელის, შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ („ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტი) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება.

სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2023 წლის 24 ნოემბერს შედგა №104 და №105 შემოწმების აქტები. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის №---------- და სამორინის მოწყობის №---------- ნებართვები გაცემულია 2021 წლის 22 დეკემბერს. ნებართვების მისაღებად წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ნებართვის მიღების მომენტისთვის შპს „----------“ (ს/ნ ----------) ერთ-ერთ დირექტორად ფიქსირდებოდა ---------- (----------, U ----------). ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (my.gov.ge) განთავსებული ინფორმაციიდან გაირკვა, რომ ნებართვების მფლობელის მიერ 2023 წლის 2 ნოემბერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ დირექტორ ---------- (----------, U ----------) ნაცვლად, დარეგისტრირდა ახალი დირექტორი - ---------- (----------, S ----------).

აღნიშნული ცვლილებების შესახებ ნებართვის მფლობელმა შემოსავლების სამსახურს აცნობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ვადის (შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღე) დარღვევით. აღნიშნულით, შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ დარღვეულ იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის ,,ა“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის №29402 და №29434 ბრძანებების საფუძველზე შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაჯარიმდა 7 000 და 1 000 ლარით, ვინაიდან მის მიერ დროულად არ იქნა წარმოდგენილი განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ ნებართვის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ნებართვის მაძიებელი, და თანდართული საბუთების ნუსხას. განცხადებას უნდა ერთოდეს: კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისთვის – საჯარო რეესტრიდან ამონაწერები (გარდა ამ კანონის 24-ე მუხლის 28-ე და 281 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

ხოლო ამავე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებული შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტით ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს:

ა) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 7 000 ლარს;

ე) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად ამონაწერის საჯაროობისა, მოცემული ნორმა არ ათავისუფლებს ნებართვის მფლობელს დაკისრებული ვალდებულებისგან, პირიქით ნებართვის მფლობელს უსაზღვრავს კონკრეტულ ვადას ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისთვის და ვინაიდან შპს „----------“ (ს/ნ ----------) წარმოადგენს როგორც სამორინეს, ასევე სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელს, მის მიერ ორივე ნებართვის ფარგლებში, ცალ-ცალკე იქნა დარღვეული ნებართვის მფლობელისთვის კანონით განსაზღვრული ვალდებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანებები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გაუქმებას არ ექვემდებარება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანებებისა და მათ საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

„სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 22 ნოემბრის №28773 და №28774 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა სამორინეს მოწყობის ნებართვისა და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის, მომჩივანის მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ („ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტი) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება. სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2023 წლის 24 ნოემბერს შედგა №104 და №105 შემოწმების აქტები. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის და სამორინის მოწყობის ნებართვები გაცემულია 2021 წლის 22 დეკემბერს. ნებართვების მისაღებად წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ნებართვის მიღების მომენტისთვის მომჩივანის ერთ-ერთ დირექტორად ფიქსირდებოდა ფ/პ. ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (my.gov.ge) განთავსებული ინფორმაციიდან გაირკვა, რომ ნებართვების მფლობელის მიერ 2023 წლის 2 ნოემბერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ დირექტორი ფიზიკური პირის ნაცვლად, დარეგისტრირდა ახალი დირექტორი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანებები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გაუქმებას არ ექვემდებარება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შემდეგ ნორმებს: 371(„ა“„ე“).