ბრძანება N 20905
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20905
25 სექტემბერი 2024
ბრძანება
შპს „-------“- (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2024 წლის 28 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №91664/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 22 აგვისტოს №19198 ბრძანებას. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №96).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანებას. ამბობს, რომ 2024 წლის 14 ივნისს მოხდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) დირექტორის ცვლილება, რის შესახებაც 19 ივნისს განცხადებით აცნობა შემოსავლების სამსახურს. განცხადების პასუხად დამატებით მოსთხოვეს ----------- ცნობა ნასამართლობის შესახებ და 2023 წლის 27 სექტემბერს შეცვლილი დირექტორის ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც 2023 წელს წერილობითი სახით შემოსავლების სამსახურში მათ მიერ წარდგენილი არ ყოფილა, რადგან იმ დროისათვის ფიქრობდა, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო პირების რეესტრის ამონაწერში ცვლილება, რომელიც დაუყოვნებლივ ისახება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე და ამასთან, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტია, დამატებით წარდგენას არ საჭიროებდა. გადამხდელი მიუთითებს ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის VII თავის 25-ე მუხლის მე-15 ნაწილზე და ამბობს, რომ შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა, ესარგებლა ზოგადი 7 დღიანი ვადით. გადამხდელი ითხოვს სადავო ბრძანებისა და დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 14 აგვისტოს N18773 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის N19-06/327 ნებართვის მფლობელის - შპს „----------“-ის (ს/ნ -----------) მიერ (მის.: ქ. ---------- --------- ფართი N----------.) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ („ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტი) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება.
სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2024 წლის 20 აგვისტოს შედგა შემოწმების აქტი N65. შემოწმების შედეგად დადგინდა, შპს „----------“-ის (ს/ნ ---------) მიერ 2023 წლის 27 სექტემბერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერში განხორციელებული ცვლილების (----------- (ს/ნ --------) დირექტორად დარეგისტრირება) შესახებ შემოსავლების სამსახურისთვის შეუტყობინებლობისა და სათანადო დოკუმენტების წარუდგენლობის ფაქტზე, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 25 ივლისის N17432 ბრძანების საფუძველზე, შპს „-----------“ (ს/ნ -----------) დაჯარიმებულ იქნა 1 000 ლარით და სანებართვო პირობების შესრულებისთვის. კერძოდ, 2023 წლის 27 სექტემბერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერში განხორციელებული ცვლილების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტის შემოსავლების სამსახურისთვის წარსადგენად განესაზღვრა ვადა - აღნიშნული ბრძანების ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის ოდენობით.
ნებართვის მფლობელის მიერ ზემოაღნიშნული ბრძანების ჩაბარება მოხდა 2024 წლის 27 ივლისს, ხოლო 2023 წლის 27 სექტემბრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერში განხორციელებული ცვლილების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი მომჩივანმა შემოსავლების სამსახურს წარუდგინა 2024 წლის 2 აგვისტოს. შესაბამისად, შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ N17432 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შესრულებული სანებართვო პირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ დადგენილ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობამ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოიწვია დაკისრებული ჯარიმის გასამმაგება და გადამხდელი მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 22 აგვისტოს N19198 ბრძანებით დაჯარიმდა 3000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს: კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისთვის – საჯარო რეესტრიდან ამონაწერები (გარდა ამ კანონის 24-ე მუხლის 28-ე და 281 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ხოლო ამავე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს:
ე) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა (გარდა სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მოწყობის ნებართვის ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების შესრულებისთვის.
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გადამხდელი განმარტავს, რომ ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 25 ივლისის N17432 ბრძანების გამოცემისას, შემოსავლების სამსახურის მიერ შეგროვებულ იქნა ყველა საჭირო მტკიცებულება, შესაბამისად, ნებართვის მფლობელს არ ჰქონდა არცერთი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება, ან აღნიშნული ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, უნდა ესარგებლა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის 7 დღიანი ვადით, აღნიშნულთან დაკავშირებით მომსახურების დეპარტამენტი განმარტავს, რომ „სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2024 წლის 19 ივნისის ID:---------- განცხადების წარმოდგენისა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ დოკუმენტაციის შესწავლისა და წარმოდგენილ ცვლილებასთან ერთად, 2023 წლის 27 სექტემბერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერში ცვლილების განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემდგომ, შპს „----------“-ს (ს/ნ -------) 2024 წლის 2 და 9 ივლისს დაუდგინდა ხარვეზები, რომლითაც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 26-ე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების შემოწმების მიზნით, მოთხოვნილ იქნა ნასამართლობის შესახებ ცნობები და ასევე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერში განხორციელებული წინა ცვლილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი.
აღნიშნული ხარვეზების ფარგლებში, შპს „--------“-ის (ს/ნ ---------) მიერ წარმოდგენილ იქნა ნასამართლობის შესახებ ცნობები, როგორც ძველ, ასევე მოქმედ დირექტორებზე.
ვინაიდან, მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 25 ივლისის N17432 ბრძანების გამოცემისას, შპს „----------“-ს (ს/ნ ---------) შემოსავლების სამსახურში არ ჰქონდა წარდგენილი 2023 წლის 27 სექტემბერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერში განხორციელებული ცვლილების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი, ნებართვის მფლობელი დაჯარიმდა 1 000 (ათასი ლარით) და განესაზღვრა გონივრული ვადა (5 კალენდარული დღე) სანებართვო პირობების შესასრულებლად.
რაც შეეხება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტით დადგენილ დოკუმენტების წარდგენის 7 დღიან ვადას, აღნიშნული აითვლება მხოლოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერში განხორციელებული ცვლილების მომენტიდან. შესაბამისად, მოცემული ვადა შპს „---------“-ის (ს/ნ ----------) მიერ დარღვეულ იქნა 2023 წელს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, შპს „----------“-მა (ს/ნ----------) ზემოაღნიშნულ, სანებართვო პირობების შესრულებისთვის განსაზღვრულ 5 კალენდარული დღის ვადაში ვერ უზრუნველყო შესაბამისი ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტის შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენა, მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანების საფუძველზე დაჯარიმდა 3 000 (სამი ათასი) ლარით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ მიუხედავად ამონაწერის საჯაროობისა, მოცემული ნორმა არ ათავისუფლებს ნებართვის მფლობელს დაკისრებული ვალდებულებისგან. პირიქით, ნებართვის მფლობელს უსაზღვრავს კონკრეტულ ვადას ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისთვის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გაუქმებას არ ექვემდებარება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ის (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), ამ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს სადავო ბრძანებისა და დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-მ სანებართვო პირობების შესრულებისთვის განსაზღვრულ 5 კალენდარული დღის ვადაში ვერ უზრუნველყო შესაბამისი ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტის შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენა, მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანების საფუძველზე დაჯარიმდა 3 000 (სამი ათასი) ლარით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გაუქმებას არ ექვემდებარება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილი;