ბრძანება N 27323

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.11.2023
№ დოკუმენტი 27323
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27323

06 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------”-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 9 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 20 ოქტომბრის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №109) განიხილა შპს „----------”-ის (ს/ნ ----------) №169286/21 საჩივარი შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის №23063 და №23064 ბრძანებების თაობაზე.

 

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული აზარტული და მომგებიანი თამაშობების განმარტებებიდან გამომდინარე ნარდი არ განეკუთვნება არც აზარტულ და არც მომგებიან თამაშობას და ვინაიდან კანონი აკრძალვას აწესებს მხოლოდ 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის კუთხით, შპს „----------“ (ს/ნ ----------) ასეთ მომხმარებელს სთავაზობს ვებგვერდზე ნარდის თამაშის შესაძლებლობას და შესაბამისად მათ მიერ მოხდა ---------- (პ/ნ ----------) ანგარიშის არა დაბლოკვა, არამედ მხოლოდ იმ პროდუქტებით სარგებლობის შეზღუდვა, რომლის სარგებლობასაც მას კანონმდებლობა უკრძალავს და რომ კანონი, რომელიც ორგანული კანონის შესაბამისად იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი ნორმაა, ვიდრე მის აღსასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, აკრძალვას აწესებს მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების კუთხით და არა სხვა სახის თამაშობების მიმართ, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვა არ ვრცელდება კანონმდებლობის მოთხოვნიდან გამომდინარე ნარდზე.

ამასთან, გადამხდელი ასევე აღნიშნავს რომ ანგარიში, რომელიც საიტზე გააჩნია მომხმარებელს, არ წარმოადგენს აზარტული და მომგებიანი თამაშობებისთვის გათვალისწინებულ ელექტრონულ საფულეს და აღნიშნულ ანგარიშზე თანხის შეტანა აზარტულ და მომგებიან თამაშობაზე ავტომატურად დაშვებას არ ნიშნავს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანებები დაუსაბუთებელია, გამოცემულია შესაბამისი მოთხოვნების დარღვევით და ითხოვს მათ ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელების მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმების მიზნით, მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 22 აგვისტოს სამსახურებრივი ბარათით საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს ეთხოვა 2023 წლის 22 აგვისტოდან 2023 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე მოეხდინა მომსახურების დეპარტამენტის სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველოს მთავარი ოფიცრის, ---------- (პ/ნ ----------) მონაცემების აკრძალულ პირთა სიიდან დროებით ამოღება და ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემოდგომ მისი მონაცემების მოცემულ სიაში ხელახლა შეტანა.

მას შემდეგ რაც საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრმა უზრუნველყო სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველოს მთავარი ოფიცრის, ---------- (პ/ნ ----------) მონაცემების აკრძალულ პირთა სიიდან დროებით ამოღება, ---------- რეგისტრირებულ იქნა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის №---------- და ტოტალიზატორის მოწყობის №---------- ნებართვებით სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ სათამაშო ვებგვერდზე - (----------)

ვინაიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ ---------- მონაცემების აკრძალულ პირთა სიაში ხელახლა დამატების შემდგომ, შესაძლებელი გახდა მის სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანა, მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 6 სექტემბრის №21756 და №21757 ბრძანებების საფუძველზე, განხორციელდა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის №---------- (მხოლოდ სისტემურელექტრონული ფორმით) და ტოტალიზატორის მოწყობის №---------- (მხოლოდ სისტემურელექტრონული ფორმით) ნებართვის მფლობელის - შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებით დამტკიცებული „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოთხოვნების/სტანდარტების“ (დანართი №1) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება.

სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2023 წლის 19 სექტემბერს შედგა №92 და №93 შემოწმების აქტები, საიდანაც დგინდება, რომ შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის №---------- და ტოტალიზატორის მოწყობის N---------- ნებართვების ფარგლებში სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ სათამაშო ვებგვერდზე (----------), მოქალაქე ---------- (პ/ნ ----------; პირის, რომელსაც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა) მიერ შექმნილი სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშის/მოთამაშის ანგარიშის დაბლოკვის შემდგომ, შესაძლებელი გახდა ანგარიშზე თანხის შეტანა. კერძოდ, შემოწმების ფარგლებში 2023 წლის 6 სექტემბრის №21-11/---------- წერილით შპს „----------“-საგან (ს/ნ ----------) გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მოქალაქე ---------- (პ/ნ ----------) სათამაშო ანგარიში/მოთამაშის ანგარიში შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ დაბლოკილ იქნა 2023 წლის 25 აგვისტოს (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებით დამტკიცებული „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოთხოვნების/სტანდარტების“ (დანართი №1) მე-12 მუხლის მე2 პუნქტი - თუ სათამაშო ანგარიში შექმნილია იმ პირის მიერ, რომელსაც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა, ოპერატორი ვალდებულია დაბლოკოს ანგარიში), ხოლო აღნიშნულ ანგარიშზე თანხის შეტანა მოხდა 2023 წლის 29 აგვისტოს, მოთამაშის ანგარიშის დაბლოკვის შემდგომ.

აღნიშნულით შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ დარღვეულ იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებით დამტკიცებული „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოთხოვნების/სტანდარტების“ (დანართი №1) მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი - ანგარიშის დაბლოკვის შემთხვევაში სისტემამ არ უნდა მისცეს მოთამაშეს ანგარიშზე თანხის შეტანის შესაძლებლობა) ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის `გ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის №23063 და №23064 ბრძანებების საფუძველზე შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაჯარიმდა 2 000 (ორი ათასი) და 1 000 (ათასი) ლარით, ვინაიდან სათამაშო ანგარიში რომელზეც შესაძლებელი გახდა თანხის შეტანა, წარმოადგენს შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის №---------- და ტოტალიზატორის მოწყობის №---------- ნებართვების ფარგლებში სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ სათამაშო ვებგვერდზე (----------) შექმნილ მოთამაშის ანგარიშს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით:

ბ3) აკრძალული პირი − პირი, რომელსაც ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობა, მათ შორის, თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში. ამ კანონის მიზნებისთვის აკრძალული პირი არის:

ბ3.ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირი (მათ შორის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი).

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება.

ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების შესახებ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემოსავლების სამსახური. ამ მუხლის 11 პუნქტის (აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება) მიზნებისთვის შემოსავლების სამსახური თამაშობის ორგანიზატორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, თამაშობაში მონაწილეობის მსურველი ყოველი კონკრეტული პირის შესახებ აწვდის მხოლოდ თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე ინფორმაციას.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:

უ1) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებით დამტკიცებული „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოთხოვნების/სტანდარტების“ (დანართი №1) მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სათამაშო ანგარიში შექმნილია იმ პირის მიერ, რომელსაც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა, ოპერატორი ვალდებულია დაბლოკოს ანგარიში. ამავე მუხლის ე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანამხად - ანგარიშის დაბლოკვის შემთხვევაში სისტემამ არ უნდა მისცეს მოთამაშეს ანგარიშზე თანხის შეტანის შესაძლებლობა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ შეადგენს – 1 000 ლარს, ხოლო ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანებები მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------”-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი განმარტავს, რომ სადავო ბრძანებები დაუსაბუთებელია, გამოცემულია შესაბამისი მოთხოვნების დარღვევით და ითხოვს მათ ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელების მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმების მიზნით, მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 22 აგვისტოს სამსახურებრივი ბარათით საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს ეთხოვა 2023 წლის 22 აგვისტოდან 2023 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე მოეხდინა მომსახურების დეპარტამენტის სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველოს მთავარი ოფიცრის, მონაცემების აკრძალულ პირთა სიიდან დროებით ამოღება და ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემოდგომ მისი მონაცემების მოცემულ სიაში ხელახლა შეტანა.

სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2023 წლის 19 სექტემბერს შედგა შემოწმების აქტები, საიდანაც დგინდება, რომ მომჩივანის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვების ფარგლებში სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ სათამაშო ვებგვერდზე, მოქალაქემ (პირის, რომელსაც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა) მიერ შექმნილი სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშის/მოთამაშის ანგარიშის დაბლოკვის შემდგომ, შესაძლებელი გახდა ანგარიშზე თანხის შეტანა. კერძოდ, შემოწმების ფარგლებში 2023 წლის 6 სექტემბრის წერილით მომჩივანისგან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მოქალაქის ანგარიში/მოთამაშის ანგარიში მომჩივანის მიერ დაბლოკილ იქნა 2023 წლის 25 აგვისტოს (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებით დამტკიცებული „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოთხოვნების/სტანდარტების“ (დანართი №1) მე-12 მუხლის მე2 პუნქტი - თუ სათამაშო ანგარიში შექმნილია იმ პირის მიერ, რომელსაც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა, ოპერატორი ვალდებულია დაბლოკოს ანგარიში), ხოლო აღნიშნულ ანგარიშზე თანხის შეტანა მოხდა 2023 წლის 29 აგვისტოს, მოთამაშის ანგარიშის დაბლოკვის შემდგომ.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანებები მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შემდეგ ნორმებს: 178-ე და 201-ე მუხლები;