მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (01.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 64. აზარტული თამაშობის მავნე ზეგავლენისგან ბავშვის დაცვა ბავშვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში ან/და სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ დაშვების ან/და ბავშვის მოგებიან თამაშობაში ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის საკითხი წესრიგდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით. [მუხლი 64. აზარტული თამაშობის მავნე ზეგავლენისგან ბავშვის დაცვა ბავშვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში ან/და სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ დაშვების ან/და ბავშვის მომგებიან თამაშობაში ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის საკითხი წესრიგდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]