1. ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება უზრუნველყოფს ბავშვის ყველა უფლების პატივისცემასა და ეფექტიან რეალიზებას ბავშვის მონაწილეობის, მისი საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების, ბავშვის ღირსების პატივისცემის, უთანასწორო მოპყრობის დაუშვებლობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების საფუძველზე. # #
2. ბავშვს უფლება აქვს, ისარგებლოს მართლმსაჯულების ისეთი სისტემით, რომელსაც ახორციელებენ სპეციალიზებული პროფესიონალები და რომელიც არის ბავშვისთვის ხელმისაწვდომი, მისი ასაკის შესაბამისი, ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი, სწრაფი, სამართლიანი, თანამიმდევრული, მისი უფლებებისა და საჭიროებებისთვის მორგებული, ბავშვის ღირსებისა და პირადი ცხოვრების მიმართ პატივისცემის გამომხატველი.
3. სახელმწიფო იღებს ყველა აუცილებელ ადმინისტრაციულ და სხვა ზომას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უფლების რეალიზებისთვის ამ კოდექსის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
4. მართლმსაჯულებაზე ბავშვის უფლების რეალიზებისთვის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი ძირითადი გარანტიები:
ა) ბავშვისთვის ინფორმაციის, კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ადაპტირებული ფორმით ხელმისაწვდომობა, მათ შორის, სატელეფონო ცხელი ხაზის, ინტერნეტგვერდებისა და სოციალური მედიის სხვა საშუალებების გამოყენებით;
ბ) ბავშვზე მორგებული პროცედურები და მექანიზმები, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველისადმი მიმართვის, ადმინისტრაციული საჩივრისა და განცხადების, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო დავებზე სასამართლოსთვის წარსადგენი სარჩელისა და განცხადების ადაპტირებული ფორმები და კომუნიკაციის საშუალებები;
გ) ბავშვის უფლება, ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოს მიერ საქმის განხილვის პროცესში მონაწილეობა მიიღოს უშუალოდ ან/და მის მიერ არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) ბავშვთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების ბავშვზე მორგებული პროცედურით აღსრულება;
ე) ნებისმიერი საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის ქმედების ან გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წესით ან/და სასამართლო წესით გასაჩივრებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ადაპტირებული მექანიზმები და პროცედურები;
ვ) ბავშვის პერსონალური მონაცემებისა და ოჯახური ცხოვრების დაცვა ადმინისტრაციული წარმოებისა და სასამართლოს მიერ მართლმსაჯულების განხორციელების ყველა სტადიაზე.
5. ამ თავის დებულებები ვრცელდება ბავშვთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე, სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალწარმოებებზე, მათ შორის, საოჯახო დავებზე. სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა წარმოება წესრიგდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.09.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.05.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 69. ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპები 1. ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება უზრუნველყოფს ბავშვის ყველა უფლების პატივისცემასა და ეფექტიან რეალიზებას ბავშვის მონაწილეობის, მისი საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების, ბავშვის ღირსების პატივისცემის, უთანასწორო მოპყრობის დაუშვებლობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების საფუძველზე. # # 2. ბავშვს უფლება აქვს, ისარგებლოს მართლმსაჯულების ისეთი სისტემით, რომელსაც ახორციელებენ სპეციალიზებული პროფესიონალები და რომელიც არის ბავშვისთვის ხელმისაწვდომი, მისი ასაკის შესაბამისი, ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი, სწრაფი, სამართლიანი, თანამიმდევრული, მისი უფლებებისა და საჭიროებებისთვის მორგებული, ბავშვის ღირსებისა და პირადი ცხოვრების მიმართ პატივისცემის გამომხატველი. 3. სახელმწიფო იღებს ყველა აუცილებელ ადმინისტრაციულ და სხვა ზომას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უფლების რეალიზებისთვის ამ კოდექსის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. 4. მართლმსაჯულებაზე ბავშვის უფლების რეალიზებისთვის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი ძირითადი გარანტიები: ა) ბავშვისთვის ინფორმაციის, კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ადაპტირებული ფორმით ხელმისაწვდომობა, მათ შორის, სატელეფონო ცხელი ხაზის, ინტერნეტგვერდებისა და სოციალური მედიის სხვა საშუალებების გამოყენებით; ბ) ბავშვზე მორგებული პროცედურები და მექანიზმები, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველისადმი მიმართვის, ადმინისტრაციული საჩივრისა და განცხადების, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო დავებზე სასამართლოსთვის წარსადგენი სარჩელისა და განცხადების ადაპტირებული ფორმები და კომუნიკაციის საშუალებები; გ) ბავშვის უფლება, ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოს მიერ საქმის განხილვის პროცესში მონაწილეობა მიიღოს უშუალოდ ან/და მის მიერ არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) ბავშვთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების ბავშვზე მორგებული პროცედურით აღსრულება; ე) ნებისმიერი საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის ქმედების ან გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წესით ან/და სასამართლო წესით გასაჩივრებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ადაპტირებული მექანიზმები და პროცედურები; ვ) ბავშვის პერსონალური მონაცემებისა და ოჯახური ცხოვრების დაცვა ადმინისტრაციული წარმოებისა და სასამართლოს მიერ მართლმსაჯულების განხორციელების ყველა სტადიაზე. 5. ამ თავის დებულებები ვრცელდება ბავშვთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე, სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალწარმოებებზე, მათ შორის, საოჯახო დავებზე. სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა წარმოება წესრიგდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით.კოდექსი
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-909-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2025
კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მოიხმო „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 69.1 მუხლი, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27.2 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198.1 მუხლი და აპელანტის პრეტენზია ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფის თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია (შდრ.
- საქმე №ას-970-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2021
შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე ბავშვის აზრი არ მოსმენილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით, ბავშვის სასამართლო სხდომაზე უშუალოდ მოწვევის ვალდებულება სასამართლოს აქვს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად. ამდენად, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონის უხეში დარღვევებით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბავშვის უფლებათა კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/09/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება