1. ყველა ბავშვს აქვს თანაბარი უფლება, მისი საქმე განხილულ იქნეს სამართლიანად და ამ უფლების შემადგენელი ყველა პრინციპის (მათ შორის, კანონიერების, თანაზომიერების, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპების) მიხედვით, აგრეთვე აქვს სასამართლოსთვის მიმართვისა და გასაჩივრების უფლება, იურიდიული დახმარებისა და იურიდიული კონსულტაციის მიღების უფლება.
2. საქმის სამართლიან განხილვაზე ბავშვის უფლება ვრცელდება როგორც დისციპლინურ წარმოებაზე ან/და ადმინისტრაციულ წარმოებაზე, ისე სასამართლოში სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე მიმდინარე სამართალწარმოებაზე. დაუშვებელია ამ უფლების ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე მითითებით შეზღუდვა.
3. ბავშვს აქვს ადვოკატის მოწვევის უფლება. სახელმწიფო ბავშვისთვის უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას, როდესაც მას მოწვეული ადვოკატი არ ჰყავ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.09.2019).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-1480-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.01.2023
…ფარგლებში (დავის საგანი - არამართლზომიერად გადაადგილებულ პირებად ცნობა და ბავშვების ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება) კანონდებლობა არ ითვალისწინებს მშობლის უფლების შეჩერების პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს, ამასთან, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 74-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ბავშვს აქვს ადვოკატის მოწვევის უფლება. სახელმწიფო ბავშვისთვის უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას, როდესაც მას მოწვეული ადვოკატი არ ჰყავს.
- საქმე №ას-970-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2021
შესაბამისად, საქმის განხილვაზე გამოცხადებული პირი, რომელიც სააპელაციო პალატამ მიიჩნია არასრულწლოვანი პირის წარმომადგენლად, არ უნდა მიჩნეულიყო არასრულწლოვნის ადვოკატად, საქმეში მონაწილე არასრულწლოვანი ადვოკატის გარეშე წარმოდგენილად უნდა მიჩნეულიყო და სასამართლოს უნდა ემოქმედა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 74-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად, „ბავშვს აქვს ადვოკატის მოწვევის უფლება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბავშვის უფლებათა კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/09/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება