1. ადმინისტრაციულმა ორგანომ და სასამართლომ ბავშვთან დაკავშირებული შუამდგომლობის, საჩივრისა და სარჩელის განხილვას პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ.
2. ბავშვის უფლებებისა და ინტერესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს სასამართლო განიხილავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით.
3. კანონით დადგენილია ბავშვთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების პრიორიტეტული აღსრულების მექანიზმი იმ შემთხვევისთვის, როდესაც ამას ბავშვის საუკეთესო ინტერესები მოითხოვ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.09.2019).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბავშვის უფლებათა კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/09/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება