1. ბავშვს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღოს თანამიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია ან/და იურიდიული დახმარება სახელმწიფოს ხარჯზე, მისი ასაკის, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მისთვის გასაგები ენით, სათანადო კომუნიკაციის საშუალებებით.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბავშვისთვის ან/და მშობლისთვის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის ან/და იურიდიული დახმარების გაწევას ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს ბავშვისთვის იურიდიული კონსულტაციის ან/და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას ტელეფონით, ადაპტირებული ინტერნეტგვერდებით, ბეჭდური და სხვა საშუალებებით.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის, მიმართვის ფორმებისა და ყველა სხვა მომსახურების ხელმისაწვდომობას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სტანდარტების თანახმა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.09.2019).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-1558-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
…რომ „ეს კოდექსი არ აუქმებს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით მოქმედ სხვა საკანონმდებლო რეგულაციებს“, რაც, თავის მხრივ, ჩაითვლება, რომ ზემოხსენებული ნორმები კვლავ ძალაშია და ამ კოდექსმა მოახდინა მხოლოდ მათი დაზუსტება/შევსება. ამავე კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ბავშვს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღოს თანამიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია ან/და…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბავშვის უფლებათა კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/09/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება