1. ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ქმნის მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიან ელექტრონულ სისტემას, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სფეროში ბავშვის უფლებების რეალიზების ამსახველი სტატისტიკური მონაცემების, მათ შორის, ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის, ბავშვის მიმართ ძალადობის მიზეზებისა და შედეგების, მსჯავრდების შემთხვევების რაოდენობის, შესაბამისი პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობის შესახებ მონაცემების, შეგროვებასა და ანალიზს. მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქციას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. სახელმწიფო მონაცემებს აგროვებს ბავშვის ყველა უფლებასთან დაკავშირებით შემუშავებული ინდიკატორების მიხედვით და მონაცემთა ანალიზის შედეგების გათვალისწინებით შეიმუშავებს ინფორმირებულ ბავშვის უფლებათა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკას.
21. უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის ფუნქციონირებისთვის ბავშვის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია ბავშვის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან უსაფრთხოებისთვის ან/და ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის ან მისი უფლებისთვის მიყენებული ზიანის ან მოსალოდნელი რისკების შემცველი შემთხვევის გამოვლენის ან/და მართვის მიზნებისთვის და ამ მიზნების ფარგლებში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. სახელმწიფო უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის სტატისტიკური მაჩვენებლებისა და კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
4. სახელმწიფო ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს, მათ შორის, ექსპერტთა ჯგუფის მონაწილეობით, ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხების საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განსახილველად.
5. ამ მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2924 – ვებგვერდი, 25.05.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.05.2023 კანონი №2924
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (12.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 84. მონაცემთა შეგროვება და ანალიზი 1. სახელმწიფო ქმნის მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიან ელექტრონულ სისტემას, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სფეროში ბავშვის უფლებების რეალიზების ამსახველი სტატისტიკური მონაცემების, მათ შორის, ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის, ბავშვის მიმართ ძალადობის მიზეზებისა და შედეგების, შემთხვევებისა და მსჯავრდების რაოდენობების, შესაბამისი პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობის შესახებ მონაცემების, შეგროვებასა და ანალიზს. [ 1. ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ქმნის მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიან ელექტრონულ სისტემას, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სფეროში ბავშვის უფლებების რეალიზების ამსახველი სტატისტიკური მონაცემების, მათ შორის, ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის, ბავშვის მიმართ ძალადობის მიზეზებისა და შედეგების, მსჯავრდების შემთხვევების რაოდენობის, შესაბამისი პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობის შესახებ მონაცემების, შეგროვებასა და ანალიზს. მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქციას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 2. სახელმწიფო მონაცემებს აგროვებს ბავშვის ყველა უფლებასთან დაკავშირებით შემუშავებული ინდიკატორების მიხედვით და მონაცემთა ანალიზის შედეგების გათვალისწინებით შეიმუშავებს ინფორმირებულ ბავშვის უფლებათა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკას. [21. 21 . უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის ფუნქციონირებისთვის ბავშვის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია ბავშვის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან უსაფრთხოებისთვის ან/და ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის ან მისი უფლებისთვის მიყენებული ზიანის ან მოსალოდნელი რისკების შემცველი შემთხვევის გამოვლენის ან/და მართვის მიზნებისთვის და ამ მიზნების ფარგლებში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 3. სახელმწიფო უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის სტატისტიკური მაჩვენებლებისა და კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. 4. სახელმწიფო ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს, მათ შორის, ექსპერტთა ჯგუფის მონაწილეობით, ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხების საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განსახილველად. 5. ამ მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბავშვის უფლებათა კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/09/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება