1. საქართველოს პარლამენტი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, განიხილავს და ამტკიცებს შესაბამის სახელმწიფო სტრატეგიებს, აკონტროლებს ბავშვის უფლებათა რეალიზებისა და დაცვის კუთხით საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას.
2. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას საკანონმდებლო საქმიანობის, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებისა და შესრულების კონტროლის განხორციელებისას, ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმის დანერგვით.
3. (ამოღებულია - 13.05.2025, №542).
საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №542 – ვებგვერდი, 14.05.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.05.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 13.05.2025 კანონი №542
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.05.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 89. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება 1. საქართველოს პარლამენტი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, განიხილავს და ამტკიცებს შესაბამის სახელმწიფო სტრატეგიებს, აკონტროლებს ბავშვის უფლებათა რეალიზებისა და დაცვის კუთხით საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას. 2. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას საკანონმდებლო საქმიანობის, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებისა და შესრულების კონტროლის განხორციელებისას, ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმის დანერგვით. 3. ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის, შესაბამისი კანონმდებლობის განვითარების, ბიუჯეტირების და საპარლამენტო კონტროლის განხორციელების დროს სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტში იქმნება ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო. ამ საბჭოს შექმნის წესი, შემადგენლობა, ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და საბჭოს დებულებით. [ 3. (ამოღებულია - 13.05.2025, №542). (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბავშვის უფლებათა კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/09/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება