1. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
2. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
3. ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების (მათი უპირატესი გათვალისწინების) მიზნით ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს შემდეგი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით:
ა) ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცვა და უსაფრთხოება;
ბ) ბავშვისთვის განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფსიქოსოციალური მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა;
გ) ბავშვის მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის, მისი შეურაცხყოფისა და საფრთხის თავიდან აცილება;
დ) ბავშვის ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა, მისი პიროვნების, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და ინტერესების პატივისცემა;
ე) ბავშვის მოსაზრებები;
ვ) ბავშვსა და მის მშობელს ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელ სხვა პირს შორის ურთიერთობა;
ზ) ორივე მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შენარჩუნების ან აღდგენის შესაძლებლობა;
თ) ბავშვის მოსაზრების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მისი აღსრულების ეტაპზე ბავშვისთვის შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების კონკრეტული ღონისძიებები;
ი) სხვა საკითხები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად გავლენას ახდენს ბავშვის უფლებებზე და საქმის სამართლიანი პროცესის პრინციპების დაცვით გადაწყვეტაზე.
წიგნი IIIბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ინსტიტუციური გარანტიები
თავი XIზოგადი საფუძვლე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.09.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.05.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 81. გადაწყვეტილების დასაბუთების საფუძვლები 1. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. 2. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. 3. ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების (მათი უპირატესი გათვალისწინების) მიზნით ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს შემდეგი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცვა და უსაფრთხოება; ბ) ბავშვისთვის განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფსიქოსოციალური მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა; გ) ბავშვის მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის, მისი შეურაცხყოფისა და საფრთხის თავიდან აცილება; დ) ბავშვის ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა, მისი პიროვნების, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და ინტერესების პატივისცემა; ე) ბავშვის მოსაზრებები; ვ) ბავშვსა და მის მშობელს ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელ სხვა პირს შორის ურთიერთობა; ზ) ორივე მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შენარჩუნების ან აღდგენის შესაძლებლობა; თ) ბავშვის მოსაზრების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მისი აღსრულების ეტაპზე ბავშვისთვის შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების კონკრეტული ღონისძიებები; ი) სხვა საკითხები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად გავლენას ახდენს ბავშვის უფლებებზე და საქმის სამართლიანი პროცესის პრინციპების დაცვით გადაწყვეტაზე. წიგნი IIIIIIბავშვის ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ინსტიტუციური გარანტიები თავი XIXIზოგადი ზოგადი საფუძვლებისაფუძვლე
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-271(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2024
სააპელაციო სასამართლომ „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-9, მე-19 მუხლებზე, ასევე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5, 72-ე და 81-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება, ამასთან, არასრულწლოვნის…
- საქმე №ას-1639-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024
…საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. 26. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
- საქმე №ას-1139-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ კოდექსის 9.1. მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, იცნობდეს თავის მშობლებს და ცხოვრობდეს მათთან, ოჯახში, სადაც მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის" 81-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
- საქმე №ას-1060-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2022
სააპელაციო პალატამ მიუთითა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 81-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე და გასაჩივრებული გადაწყვეტილება თითოეულ საბაზისო კრიტერიუმთან მიმართებით შეამოწმა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბავშვის უფლებათა კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/09/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება