1. ადმინისტრაციული წარმოება და სასამართლო პროცესი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე ბავშვის მონაწილეობით ან/და ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე უნდა განხორციელდეს მულტიდისციპლინური მიდგომით, ბავშვის ფსიქოლოგიური, სოციალური, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობის შეფასებისა და მისი საუკეთესო ინტერესების დადგენის მიზნით.
2. შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო და სასამართლო მულტიდისციპლინურ მიდგომას ახორციელებენ ბავშვის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებების სპეციალისტებს, მოწვეულ ექსპერტებს ან/და ორგანიზაციებს შორის ფორმალური თანამშრომლობის პროცედურით.
3. დანაშაულის შედეგად დაზარალებული, დანაშაულის მოწმე და დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების მიმართ მულტიდისციპლინური მიდგომა ხორციელდება ერთ სივრცეში, სოციალური მუშაკების, სასამართლო ექსპერტების, სამედიცინო ექსპერტების, ფსიქოლოგების, პედიატრების, პოლიციელების, პროკურორებისა და ადვოკატების ერთობლივი მონაწილეობით, ამ ბავშვთა განმეორებითი გამოკითხვისა და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.09.2019).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-271(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2024
სააპელაციო სასამართლომ „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-9, მე-19 მუხლებზე, ასევე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5, 72-ე და 81-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება, ამასთან,…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბავშვის უფლებათა კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/09/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება