2. საქართველოს ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება და მათი ბილეთების გავრცელება.
21. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის სწრაფად და ეფექტიანად რეალიზაციის მიზნით წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის გაცემა. ასევე აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის წამახალისებელ გათამაშებასა და ლატარიაში პრიზებად გამოყენება ან/და ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება.
3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია წამახალისებელი გათამაშების ჩატარების უფლებამოსილება შემოსავლების სამსახურს მიანიჭოს. ამ შემთხვევაში წამახალისებელი გათამაშების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს და საპრიზო ფონდს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობასთან დაკავშირებული ის მომსახურებები, რომელთა პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ფორმით გაწევაც აკრძალულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის.
5. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახეობის მცურავ ობიექტზე საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის აკრძალულია ამ კანონით გათვალისწინებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2237 - სსმ I, №54 20.12.2005 წ., მუხ. 357
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5859 – ვებგვერდი, 27.03.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6052 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №862 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 14 დეკემბრის კანონი №1083 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 7-ჯერ.
- 09.02.2023 კანონი №2584
- 14.12.2021 კანონი №1083
- 25.06.2020 კანონი №6487
- 17.05.2017 კანონი №862
- 24.04.2012 კანონი №6052
- 16.03.2012 კანონი №5859
- 09.12.2011 კანონი №5448
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5 1. საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სახის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ჩატარება, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ნებართვას მოითხოვს. უნებართვოდ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ჩატარება, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება, აგრეთვე სანებართვო პირობების შეუსრულებლობა კანონის დარღვევად მიიჩნევა და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა და მათი ბილეთების გავრცელება. [ 1. საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სახის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ჩატარება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ნებართვას მოითხოვს. უნებართვოდ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ჩატარება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება, აგრეთვე სანებართვო პირობების შეუსრულებლობა კანონის დარღვევად მიიჩნევა და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. საქართველოს ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება და მათი ბილეთების გავრცელება. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)] 21. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის სწრაფად და ეფექტიანად რეალიზაციის მიზნით წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის გაცემა. ასევე აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის წამახალისებელ გათამაშებასა და ლატარიაში პრიზებად გამოყენება ან/და ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება. 3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია წამახალისებელი გათამაშების ჩატარების უფლებამოსილება შემოსავლების სამსახურს მიანიჭოს. ამ შემთხვევაში წამახალისებელი გათამაშების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს და საპრიზო ფონდს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 4. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ის მომსახურებები, რომელთა გაწევაც ეკრძალება საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ პირს. [ 4. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობასთან დაკავშირებული ის მომსახურებები, რომელთა პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ფორმით გაწევაც აკრძალულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის. 5. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახეობის მცურავ ობიექტზე საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის აკრძალულია ამ კანონით გათვალისწინებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)] საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2237 - სსმ I, №54 20.12.2005 წ., მუხ. 357
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-883(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2023
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1-ლი, მე-3, 43-ე, 64-ე, 269-ე, 271-ე, 276-ე, 299-ე მუხლებზე, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის…
- საქმე №ბს-596-596(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2018
…ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირება, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მითითებული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ყველა სახის აზარტული და მომგებიანი თამაშობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება „ლიციენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ნებართვას მოითხოვს.
- საქმე №ბს-238-236(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2017
…ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირება, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მითითებული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ყველა სახის აზარტული და მომგებიანი თამაშობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნებართვას მოითხოვს.
- საქმე №ბს-137-134(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2014
…ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირება, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა,,ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მითითებული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ყველა სახის აზარტული და მომგებიანი თამაშობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება,,ლიციენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ნებართვას მოითხოვს.
- საქმე №330310016001234333 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.06.2018
სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტით, მე–2, მე-5 მუხლებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით დამტკიცებულ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი…
- საქმე №330100120003513865 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.04.2020
- საქმე №330100119002973559 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.06.2019
- საქმე №330100118002537825 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 15, 19/04/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება