თავი II — მომგებიანი თამაშობების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის პირობები
ა) (ამოღებულია – 09.12.2011, №5448);
ბ) (ამოღებულია – 09.12.2011, №5448);
გ) ხელშეკრულება ნებართვის მფლობელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი თამაშობის ბილეთებს. ამ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს დასამზადებელი ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია;
დ) მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი);
ე) მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში;
ვ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/ მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი.
11. (ამოღებულია - 09.02.2023, №2584).
12. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელი ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სალაროს მოწყობის შემთხვევაში მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების შეტანამდე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართის (მისამართების) შესახებ.
13. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია POS ტერმინალების რაოდენობის ან/და გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების ცვლილების შემთხვევაში ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი (POS ტერმინალების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩანაცვლების ან/და დამატების შემთხვევაში).
2. მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისა), სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის 12 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობის ზოგად წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და დეტალურ აღწერილობაში ან თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში – ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორმა ამ კანონის მე-12 მუხლის 12 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში ცვლილების შეტანის შესახებ შეტყობინება მისი შეტანიდან 2 დღის ვადაში უნდა განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში).
21. (ამოღებულია - 25.06.2020, №6487);
3. წამახალისებელი გათამაშების ერთი ეტაპის დასრულებამდე დაუშვებელია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების (გარდა ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის ცვლილებისა) შეტანა. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების განხორციელების შესახებ.
4. დაუშვებელია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვით ორი ან ორზე მეტი ეტაპის ერთდროულად ჩატარება.
5. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია გათამაშების ყოველი ახალი ეტაპის მოწყობისთვის თანხმობის მისაღებად შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობები (რეგლამენტი);
ბ) წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთის ნიმუში;
გ) ხელშეკრულება წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთებს. ამ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს დასამზადებელი ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2237 - სსმ I, №54 20.12.2005 წ., მუხ. 357
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3045 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.164
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 09.02.2023 კანონი №2584
- 25.06.2020 კანონი №6487
- 09.12.2011 კანონი №5448
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13 1. ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს ობიექტების ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) (ამოღებულია – 09.12.2011, №5448); ბ) (ამოღებულია – 09.12.2011, №5448); გ) ხელშეკრულება ნებართვის მფლობელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთებს. ამ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს დასამზადებელი ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია; დ) მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის შემთხვევაში − სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის წესი; ე) მომგებიანი თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთის ნიმუში; [ გ) ხელშეკრულება ნებართვის მფლობელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი თამაშობის ბილეთებს. ამ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს დასამზადებელი ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია; დ) მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი); ე) მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)] ვ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/ მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი. 11. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელი ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს თანხმობის მისაღებად წარუდგენს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობის წესს. [ 11 . (ამოღებულია - 09.02.2023, №2584). (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)] 12. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელი ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სალაროს მოწყობის შემთხვევაში მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების შეტანამდე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართის (მისამართების) შესახებ. 13. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია POS ტერმინალების რაოდენობის ან/და გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების ცვლილების შემთხვევაში ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი (POS ტერმინალების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩანაცვლების ან/და დამატების შემთხვევაში). 2. მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისა) ვალდებულია ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“, „ბ.ვ“ ან „ვ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობის ზოგად წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და დეტალურ აღწერილობაში ან თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად, შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში – ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე. ამასთანავე, მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორმა იმავე პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში ცვლილების შეტანის შესახებ შეტყობინება მისი შეტანიდან 2 დღის ვადაში უნდა განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში). [ 2. მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისა), სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის 12 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობის ზოგად წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და დეტალურ აღწერილობაში ან თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში – ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორმა ამ კანონის მე-12 მუხლის 12 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში ცვლილების შეტანის შესახებ შეტყობინება მისი შეტანიდან 2 დღის ვადაში უნდა განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში). (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)] 21. (ამოღებულია - 25.06.2020, №6487); 3. წამახალისებელი გათამაშების ერთი ეტაპის დასრულებამდე დაუშვებელია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების (გარდა ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის ცვლილებისა) შეტანა. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების განხორციელების შესახებ. 4. დაუშვებელია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვით ორი ან ორზე მეტი ეტაპის ერთდროულად ჩატარება. 5. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია გათამაშების ყოველი ახალი ეტაპის მოწყობისთვის თანხმობის მისაღებად შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობები (რეგლამენტი); ბ) წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთის ნიმუში; გ) ხელშეკრულება წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთებს. ამ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს დასამზადებელი ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2237 - სსმ I, №54 20.12.2005 წ., მუხ. 357 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3045 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.164
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 15, 19/04/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება