თავი III — აზარტული თამაშობების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზების, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის პირობები
2. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში ან აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშობების წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში − ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების შესახებ.
21. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია ვებგვერდზე მიმდინარე თამაშობების წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში − ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე. ამასთანავე, მან აღნიშნული ცვლილების განხორციელების შესახებ შეტყობინება მისი განხორციელებიდან 2 დღის ვადაში უნდა განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში).
3. (ამოღებულია - 25.06.2020, №6487).
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2237 - სსმ I, №54 20.12.2005 წ., მუხ. 357
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3045 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.164
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6052 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 09.02.2023 კანონი №2584
- 25.06.2020 კანონი №6487
- 24.04.2012 კანონი №6052
- 09.12.2011 კანონი №5448
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21 1. სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის ან აზარტული კლუბის ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი). 2. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის მოწყობის შემთხვევაში) სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში ან აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშობის წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად, შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში − ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე. ამასთანავე, აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა სისტე№მურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის შემთხვევაში ცვლილების განხორციელების შესახებ შეტყობინება მისი განხორციელებიდან 2 დღის ვადაში უნდა განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში). [ 2. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში ან აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშობების წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში − ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების შესახებ. 2121. . სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია ვებგვერდზე მიმდინარე თამაშობების წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში − ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე. ამასთანავე, მან აღნიშნული ცვლილების განხორციელების შესახებ შეტყობინება მისი განხორციელებიდან 2 დღის ვადაში უნდა განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში). (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)] 3. (ამოღებულია - 25.06.2020, №6487). საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2237 - სსმ I, №54 20.12.2005 წ., მუხ. 357 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3045 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.164
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-137-134(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2014
…აპარატების სალონის თამაშის წესებში ცვლილების შეტანა, როცა რეალურად ხორციელდება რაიმე ცვლილება სათამაშო აპარატებზე და აღნიშნული ფაქტი ეცნობება 2 დღის ვადაში შემოსავლების სამსახურს. შესაბამისად, შპს,,...“ მიერ ყოველთვის დაცულია ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 15, 19/04/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება