ბრძანება N 25459
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25459
13 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის: -------, -------)
2023 წლის 20 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №83702/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 14 სექტემბრის №CB1506770 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №104).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, რისი ჩატარების შემდგომაც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მოითხოვეს კომპანიაში დასაქმებული პირების პირადობის მოწმობები და ხელშეკრულებები. აღნიშნულის წარდგენა ვერ მოხდებოდა, რადგან ხელშეკრულებები ინახება კომპანიის ოფისში, სხვა მისამართზე და თან ხელშეკრულებები წარმოადგენს პირად ინფორმაციას და მათი გაცემის უფლება კანონიერი საფუძვლის გარეშე არ აქვს. აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს მოსთხოვეს საბუთის/ბრძანების წარდგენა, რის საფუძველზეც მათ ექნებოდათ აღნიშნული პირადი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება. თუმცა, მათ არ წარმოუდგენიათ არავითარი დოკუმენტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
როგორც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივლისის N15596 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, რითაც შეფერხდა კონტროლის განმახორციელებელი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნულის საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა №CB1506770 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად (ზოგადი ანალიტიკური პროცედურები):
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 3719 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა.
ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა გულისხმობს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, მოქალაქეობა და სხვა) შესახებ ინფორმაციის ანალიზს.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარების გზით ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ზე გასვლით.
აგრეთვე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამქირავებელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს ახსნა-განმარტებები და ყველა ის დოკუმენტაცია, რაც განსაზღვრავს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის ან/და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების სისწორის დადგენას, რაც აისახება „დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“ ოქმში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.
გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2023 წლის 14 სექტემბერს, მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს ოფიცრებმა 03.07.2023 წლის N15596 ბრძანების საფუძველზე განახორციელეს საკონტროლო შესყიდვა შპს „-------“ (ს/კ -------) კუთვნილ ობიექტში, რასთან დაკავშირებითაც შედგენილ იქნა ოქმი N830381, საკონტროლო შესყიდვის შედეგად სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. მათი წარმომადგენლების მიმართ წარდგენილ იქნა ოფიცრების სამსახურებრივი ბარათი, რათა დარწმუნებულები ყოფილიყვნენ რომ ისინი ნამდვილად წარმოადგენდნენ სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს. საკონტროლო შესყიდვის პროცედურის დასრულების შემდგომ მოითხოვეს აღნიშნული შპს-ის ობიექტზე მომუშავე თანამშრომლების დაქირავებულ პირთა რეესტრში გადამოწმების მიზნით მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), რათა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების საფუძველზე განეხორციელებინათ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა, რასთან დაკავშირებითაც მიიღეს უარი, რასაც გადასახადის გადამხდელი ადასტურებს საჩივარში. აღნიშნულის გამო არ მიეცათ საშუალება განეხორციელებინათ სსკის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების შესწავლა. შესაბამისად, ოფიცრებმა მიიჩნიეს, რომ ადგილი ჰქონდა შპს ------- მხრიდან ს.ს.კ-ის მოთხოვნების დარღვევას რაც სსკ-ის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იწვევს პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
როგორც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, რითაც შეფერხდა კონტროლის განმახორციელებელი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნულის საფუძველზე ორგანიზაციის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 277