1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;
ბ) აღრიცხვაზე დადგეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში ან დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში;
გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;
დ) საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები);
ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში;
ვ) გადასახადით დაბეგვრის ობიექტის დადგენისათვის აუცილებელი დოკუმენტი შეინახოს 3 წლის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება იმ საგადასახადო პერიოდის კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი;
ზ) გადასახადის გადამხდელის მოწმობის ასლი და საცალო ვაჭრობისას ფასის მაჩვენებლები (საქართველოს ეროვნულ ვალუტაში) განათავსოს მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილზე;
ზ1
) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეულ პირს ხელი არ შეუშალოს აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების/სავალდებულო მარკირების მომსახურების განხორციელებაში;
თ) შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
2. საქართველოს საწარმო, საქართველოს ორგანიზაცია და მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებული არიან საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ ინფორმაცია საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ ასეთი ანგარიშების გახსნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
21. „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული საქართველოს ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია ამ შეთანხმების ფარგლებში გადასცეს საგადასახადო ორგანოს ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია.
3. გადასახადის გადამხდელი ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმით.
4. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5557 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
საქართველოს 201
წლის 27
მარტის
კანონი №5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 28
ოქტომბრის კანონი
№4458
- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 18
დეკემბრის კანონი
№4680
- ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 27
მაისის კანონი
№
5144
- ვებგვერდი, 04.06.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.05.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 27.05.2016 კანონი №5144
- 18.12.2015 კანონი №4680
- 28.10.2015 კანონი №4458
- 20.12.2011 კანონი №5557
- 08.11.2011 კანონი №5202
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 43. გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები 1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია: ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; ბ) აღრიცხვაზე დადგეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში ან დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში; გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები; დ) საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები); ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში; ვ) გადასახადით დაბეგვრის ობიექტის დადგენისათვის აუცილებელი დოკუმენტი შეინახოს 3 წლის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება იმ საგადასახადო პერიოდის კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი; ზ) გადასახადის გადამხდელის მოწმობის ასლი და საცალო ვაჭრობისას ფასის მაჩვენებლები (საქართველოს ეროვნულ ვალუტაში) განათავსოს მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილზე; ზ1 ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეულ პირს ხელი არ შეუშალოს აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების/სავალდებულო მარკირების მომსახურების განხორციელებაში; თ) შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები. 2. საქართველოს საწარმო, საქართველოს ორგანიზაცია და მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებული არიან საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ ინფორმაცია საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ ასეთი ანგარიშების გახსნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 21. „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული საქართველოს ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია ამ შეთანხმების ფარგლებში გადასცეს საგადასახადო ორგანოს ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია. 3. გადასახადის გადამხდელი ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმით. 4. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს 201 2 წლის 27 მარტის კანონი №5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(352)
- საქმე №ბს-787(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2026
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
- საქმე №ბს-124(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის “გ” და “დ” ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელის ვალდებულებაა საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით…
- საქმე №ბს-788(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
…ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. მითითებული კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
- საქმე №ბს-876(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2025
…ადგილობრივი გადასახადები. დაუშვებელია ამ კოდექსის დარღვევით დაწესებული ან ამ კოდექსით გაუთვალისწინებელი გადასახადის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება, აგრეთვე გადასახადის გადახდევინება ამ კოდექსით დადგენილ ვადაზე ადრე. დასახელებული კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, განსაზღვრულია, რომ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
- საქმე №ბს-13(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8, 41-ე, 43-ე, 49-ე, 51-ე, 73-ე, 97-ე, 99-ე, 136-ე, 268-ე, 275-ე მუხლებ
- საქმე №ბს-589(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
- საქმე №ბს-381(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2025
- საქმე №ბს-338(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2025
- საქმე №ბს-1106(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
- საქმე №ბს-1351(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
- საქმე №ბს-309(3კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2025
- საქმე №ბს-724(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2025
- საქმე №ბს-1234(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2025
- საქმე №ბს-1355(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2025
- საქმე №ბს-1202(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2025
- საქმე №ბს-839(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2025
- საქმე №ბს-520(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
- საქმე №2კ-1003აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.12.2024
- საქმე №ბს-1256(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2024
- საქმე №ბს-1169(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.06.2024
- საქმე №ბს-513(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
- საქმე №ბს-485(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
- საქმე №ბს-777(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
- საქმე №ბს-581(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2023
- საქმე №ბს-794(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2023
- საქმე №ბს-516(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
- საქმე №ბს-271(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2023
- საქმე №ბს-182(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.04.2023
- საქმე №ბს-883(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2023
- საქმე №ბს-719(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.03.2023
- საქმე №ბს-848(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2023
- საქმე №ბს-1045(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2023
- საქმე №ბს-1338(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.11.2022
- საქმე №ბს-513(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.10.2022
- საქმე №ბს-484(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.07.2022
- საქმე №ბს-1204(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2022
- საქმე №ბს-428(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2022
- საქმე №ბს-1224(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2022
- საქმე №ბს-269(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2022
- საქმე №ბს-845(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 352-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება