1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოებისაგან მიიღოს ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების, გადასახადის გადამხდელის უფლებების დაცვის შესახებ, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს მის შესახებ საგადასახადო ორგანოებში არსებულ ინფორმაციას.
2. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს, გარდა საგადასახადო ორგანოებისა, არ წარუდგინოს დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების განსაზღვრასთან, გადასახადების გამოანგარიშებასთან და გადახდასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება გადაცემული აქვს სხვა ორგანოებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 17.09.2010).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-74-74(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.04.2018
…კოდექსის 232.7 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისათვის განვლო ამ კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებულმა ვადებმა. 38.1 მუხლის მიხედვით კი, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.
- საქმე №ბს-222-219(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2014
კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოებისაგან მიიღოს ინფორმაცია საქართველოს…
- საქმე №ბს-226-223(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.09.2014
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერ -თობებში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე ასევე რეგლამენტირებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსში, კერძოდ, კოდექსის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოებისაგან მიიღოს ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის…
- საქმე №330310016001403171 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.08.2018
102-ე, 105-ე, 106-ე, 136-ე, 202-ე, 238-ე, 239-ე, 262-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე მუხლები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004 წ.) მე-13, 38-ე, 41-ე, 49-ე, 165-ე, 166-ე, 173-ე, 175-ე, 177-ე, 178-ე
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება