1. ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად ითვლება ადგილი, რომელსაც იგი, ჩვეულებრივ, საცხოვრებლად ირჩევს, ან მისი ფაქტობრივად ყოფნის ადგილი, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე პირის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო იმ პირის საცხოვრებელ ადგილად, რომელსაც ჰყავს მეურვე ან მზრუნველი, ითვლება მეურვის ან მზრუნველის საცხოვრებელი ადგილი.
3. ფიზიკური პირის ფაქტობრივად ყოფნის ადგილად ითვლება მისი დროებით საცხოვრებელი ადგილი, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. სამხედრო მოსამსახურის, აგრეთვე სამუშაოს ხასიათიდან და პირობებიდან გამომდინარე მუდმივად გადაადგილებადი ფიზიკური პირის ფაქტობრივად ყოფნის ადგილად ითვლება ადგილი, სადაც იგი ფაქტობრივად ცხოვრობს ან რეგისტრირებულია დადგენილი წესით (მათ შორის, სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ან შესაბამისი საწარმოს მდებარეობის ადგილი).
5. თუ ფიზიკურ პირს რამდენიმე საცხოვრებელი (ბინა ან სხვა საცხოვრებელი) აქვს, მის საცხოვრებელ ადგილს ან ფაქტობრივად ყოფნის ადგილს განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო ამ ფიზიკურ პირთან შეთანხმები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 17.09.2010).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-683-655(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2008
…დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 9 აგვისტოს ¹6/334 საგადასახადო შეტყობინება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანების სახით შპს “ვ.-თვის” 4087,64 ლარის დარიცხვისა და მოსარჩელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის თაობაზე;
- საქმე №ბს-721-687(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.01.2008
ა-ას უსაფუძვლოდ დაერიცხა გადასახდელად 19,940 ლარი, რადგან საგადასახადო კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, მ. ა-ა, როგორც გადამხდელი ფიზიკური პირი, მხოლოდ საშემოსავლო გადასახადით შეიძლებოდა დაბეგრილიყო (იხ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება