2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე განხორციელება არ არის ამ ფიზიკური პირის დაბეგვრის მიზნით მისი მეწარმე ფიზიკურ პირად არცნობის საფუძველი.
3. მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილად ითვლება მისი ეკონომიკური საქმიანობის ადგილი.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №884 – ვებგვერდი, 04.08.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.08.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (20.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 36. მეწარმე ფიზიკური პირი და მისი საქმიანობის ადგილი 1. მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება: ა) ინდივიდუალური მეწარმე – ფიზიკური პირი, თუ ისის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2მიხედვით, მუხლის მიხედვით არის ინდივიდუალური მეწარმე; ბ) ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველიმე-3 მუხლის მე-3პირველი პუნქტითდა განსაზღვრულმე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე განხორციელება არ არის ამ ფიზიკური პირის დაბეგვრის მიზნით მისი მეწარმე ფიზიკურ პირად არცნობის საფუძველი. 3. მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილად ითვლება მისი ეკონომიკური საქმიანობის ადგილი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
საქმე №ბს-298(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
…გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. ამავე კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა;
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 36.2 მუხლზე და განმარტავს, რომ ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე არ წარმოადგენს ამ ფიზიკური პირის დაბეგვრის მიზნით მისი მეწარმე ფიზიკურ პირად არცნობის საფუძველს.
…რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება; საგადასახადო აგენტი არის პირი, რომელმაც ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით უნდა შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება; კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება: ა. ინდივიდუალური მეწარმე – ფიზიკური პირი, თუ ის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით არის ინდივიდუალური მეწარმე;
საქმე №ბს-75-74(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2011
…მოთხოვნა გადასახადის დარიცხვის შესახებ, არ წარდგენია მოთხოვნა გადასახადის გადახდის ვალდებულებისა და გადასახადის ვადებზე მითითებით. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 147.2, 145.2 მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 36-ე, 44.5 მუხლებით, დადგენილად მიიჩნია, რომ ინდ. საწარმოს საქმიანობისა და საცხოვრებელი ადგილი ერთი და იმავე მისამართზე – ქ.
ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ქონების გაქირავება არანაირად არ მოიაზრებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის და,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი და მეორე მუხლების დისპოზიციაში.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. ამავე კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
ანალოგიურს მიუთითებს კონტროლირებული ოპერაციების შეფასების საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის სახელმძღვანელო მითითებების 3, 36 მუხლი, რომლის მიხედვით, თუ საგადასახადო ორგანოს არ აქვს საშუალება, კონფიდენციალურობის მოთხოვნების გათვალისწინებით, დახურული მონაცემები გაუმჟღავნოს გადასახადის…
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. ამავე კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის გარეშე არ არის ამ ფიზიკური პირის მიმდინარე გადასახადელების გადახდევინების მიზნით მეწარმე ფიზიკურ პირად არცნობის საფუძველი.
…შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა. საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება: ა) ინდივიდუალური მეწარმე – ფიზიკური პირი, თუ ის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, არის ინდივიდუალური მეწარმე;
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 36, №3591, 17.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1043717/muxli-36/