1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს:
ა) კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საგადასახადო ორგანოში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას;
ბ) პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარმოადგინოს საკუთარი ინტერესები საგადასახადო ორგანოში;
გ) საგადასახადო ორგანოს გარდა, სხვა მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს არ წარუდგინოს გადასახადის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული დოკუმენტი, თუ ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება სხვა ორგანოს არ აქვს;
დ) ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით;
ე) დაიბრუნოს ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა;
ვ) მოითხოვოს ინფორმაცია მის მიმართ საგადასახადო კონტროლის განხორციელების საფუძვლის შესახებ;
ზ) მის მიმართ საგადასახადო კონტროლის ღონისძიების განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი განმარტება;
თ) დაესწროს მის მიმართ ჩატარებულ გასვლით საგადასახადო შემოწმებას, საგადასახადო ორგანოსაგან მიიღოს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დედანი ან დამოწმებული ასლი, აგრეთვე ქმედების განხორციელებისას მოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობის დაცვა;
ი) კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება;
კ) არ შეასრულოს საგადასახადო ორგანოს კანონსაწინააღმდეგო აქტი ან მოთხოვნა;
ლ) კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს საგადასახადო ორგანოს უკანონო გადაწყვეტილების ან ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
მ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. გარანტირებულია გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესითა და სასამართლო წესით დაცვა.
3. გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს 2013 წლის
26 დეკემბრის კანონი №1886
- ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 28.06.2019 კანონი №4906
- 26.12.2013 კანონი №1886
- 08.11.2011 კანონი №5202
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.05.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 41. გადასახადის გადამხდელის უფლებები 1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს: ა) კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საგადასახადო ორგანოში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას; ბ) პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარმოადგინოს საკუთარი ინტერესები საგადასახადო ორგანოში; გ) საგადასახადო ორგანოს გარდა, სხვა მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს არ წარუდგინოს გადასახადის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული დოკუმენტი, თუ ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება სხვა ორგანოს არ აქვს; დ) ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით; ე) დაიბრუნოს ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა; ვ) მოითხოვოს ინფორმაცია მის მიმართ საგადასახადო კონტროლის განხორციელების საფუძვლის შესახებ; ზ) მის მიმართ საგადასახადო კონტროლის ღონისძიების განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი განმარტება; თ) დაესწროს მის მიმართ ჩატარებულ გასვლით საგადასახადო შემოწმებას, საგადასახადო ორგანოსაგან მიიღოს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დედანი ან დამოწმებული ასლი, აგრეთვე ქმედების განხორციელებისას მოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობის დაცვა; ი) კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება; კ) არ შეასრულოს საგადასახადო ორგანოს კანონსაწინააღმდეგო აქტი ან მოთხოვნა; ლ) კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს საგადასახადო ორგანოს უკანონო გადაწყვეტილების ან ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება; მ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. გარანტირებულია გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესითა და სასამართლო წესით დაცვა. 3. გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(114)
- საქმე №ბს-460(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
…აქტი,,მკაცრად ფორმალური" ხასიათის და გადამეტებულად ზღუდავს თუ არა მოსარჩელის უფლებას საჩივრის წარდგენაზე. ამისათვის უნდა გაანალიზდეს საგადასახადო დავის ფარგლებში საჩივრის არსი და მისი წარდგენის წესი. 4.5. საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი" ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება.
- საქმე №ბს-884(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
…მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ამ კოდექსის დარღვევით დაწესებული ან ამ კოდექსით გაუთვალისწინებელი გადასახადის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება, აგრეთვე გადასახადის გადახდევინება ამ კოდექსით დადგენილ ვადაზე ადრე. საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, დაიბრუნოს ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა.
- საქმე №ბს-13(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8, 41-ე, 43-ე, 49-ე, 51-ე, 73-ე, 97-ე, 99-ე, 136-ე, 268-ე,
- საქმე №ბს-743(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
შემოსავლების სამსახური საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტსა და 57-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება პირს წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტად გადახდილი თანხა ფიქსირდება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
- საქმე №ბს-724(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე, 43-ე, 44-ე, 61-ე, 64-ე, 264-ე, 299-ე მუხლებზე, 301-ე მუხლის,,ე“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ს
- საქმე №ბს-567(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2025
- საქმე №ბს-1130(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2025
- საქმე №ბს-520(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
- საქმე №ას-1237-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.02.2024
- საქმე №ას-1237-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2024
- საქმე №ბს-562(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
- საქმე №ბს-113(2კ-კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2023
- საქმე №ბს-304(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ბს-1275(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ბს-340(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2023
- საქმე №ბს-883(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2023
- საქმე №ას-1128-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2022
- საქმე №ბს-858(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2022
- საქმე №ბს-926(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2022
- საქმე №ბს-932(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2021
- საქმე №ბს-1189(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2021
- საქმე №ბს-1234(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.04.2021
- საქმე №ბს-408(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.04.2021
- საქმე №ბს-862(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
- საქმე №ბს-1306(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2020
- საქმე №ბს-79(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.06.2020
- საქმე №ბს-949(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
- საქმე №ბს-866-862(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.07.2019
- საქმე №ას-1887-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2019
- საქმე №ბს-1397(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.02.2019
- საქმე №ბს-832(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2018
- საქმე №ბს-710-706(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.01.2018
- საქმე №ბს-605-602(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.09.2017
- საქმე №ბს-406-401(2კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.11.2016
- საქმე №ბს-770-762(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.10.2016
- საქმე №ბს-858-832(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2011
- საქმე №ბს-865-839(3კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.12.2010
- საქმე №330310015001089397 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 12.09.2019
- საქმე №080310016001389794 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 15.07.2019
- საქმე №330310017002023661 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.02.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 114-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება